საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ნატურალიზებული მოთამაშე მაიკლ დიქსონი ათენის აეკ-ში დარჩა. როგორც ბერძნული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად გვამცნობს, მაიკლმა გუნდთან კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. აქამდე, დიქსონს ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურებოდა.
მაიკლ დიქსონი აეკ-ში გასულ ზაფხულს ჩაირიცხა და გუნდთან ადაპტირება არ გასჭირვებია. 26 წლის დიქსონი ათენური გუნდის აშკარა ლიდერია და თითქმის ყველა მატჩში საკუთარი გუნდის რიგებში საუკეთესოა.