ფეხბურთი

18:54 | 20.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ტყავაძე და ჟორჟიკაშვილი - ისევ ერთად, ამჟამად "სიონში"

ბოლნისის "სიონს" კობა ჟორჟიკაშვილი წვრთნის. როგორც იცით, კლუბის ხელმძღვანელობა შეიცვალა: ლადო ბურდულმა დატოვა დირექტორის პოსტი, ამჟამად კლუბის გენერალური დირექტორი ბუბა ტყავაძეა.

ტყავაძესაც და ჟორჟიკაშვილსაც, რა თქმა უნდა, გამოცდილება არ დაეწუნებათ. ტყავაძე წლების განმავლობაში თბილისის "დინამოს" დირექტორი გახლდათ, შემდეგ კი რუსთავის "მეტალურგშიც" ეკავა იგივე პოსტი და იმ დროს რუსთავური გუნდის მთავარ მწვრთნელად სწორედ ჟორჟიკაშვილი მუშაობდა. 2012/2013 წლების სეზონში "მეტალურგი" მეორე ადგილზე გავიდა. ეს მაშინ, როცა "ზესტაფონმაც" იგივე რაოდენობის ქულები დააგროვა და კარგა ხანს ვერ არკვევდნენ, თუ ვინ იყო ჩემპიონი...

ჟორჟიკაშვილი გამოცდილი და მცოდნე სპეციალისტია, რომელსაც არაერთი ქართული გუნდი და ასაკობრივი ნაკრებები გაუწვრთნია. "სიონში" ახალი მიზანი ექნება - პროლიგა2-დან პროლიგა1-ში ასვლა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორი შემადგენლობით წარსდგება "სიონი" ახალ სეზონში. სელექციის პროცესი დაწყებულია.

0.134134