ფეხბურთი

15:40 | 20.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევროტურნირების საუკეთესო ბრაზილიელები

ევროპულ ფეხბურთში ბრაზილიელ მოთამაშეთა როლზე, გავლენაზე და მიღწევებზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება, თუმცა ამჯერად ჩვენი მკითხველის ყურადღებას უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებისკენ მივმართავთ, რომელიც ევროტურნირებზე ბრაზილიელების გამოსვლის გარკვეულ მომენტებს ციფრებში ასახავს.

ამ მონაცემების თანახმად ვიგებთ, რომ ჩემპიონთა ლიგასა და საერთოდ ევროთასებზე ყველაზე მეტი მატჩი თანამემამულეთაგან რობერტო კარლოსს ჩაუტარებია (141). ჩემპიონთა თასის/ჩემპიონთა ლიგის მეგოლეთა შორის რივალდო გამოირჩევა (31 გოლი), ხოლო ზოგადად უეფას საკლუბო ტურნირებზე მასზე მეტი სონი ანდერსონს გაუტანია (40). აქვე უფრო დაწვრილებით:

ყველაზე მეტი მატჩი ჩემპიონთა თასზე/ჩემპიონთა ლიგაში (საკვალიფიკაციო ეტაპების ჩათვლით)

რობერტო კარლოსი (“რეალი”, ”ფენერბახჩე”) - 128 მატჩი

მაქსველი (“აიაქსი”, “ინტერი”, “ბარსელონა”, პსჟ) - 97

დანიელ ალვეში (“სევილია”, “ბარსელონა”, “იუვენტუსი”) - 96

კაკა (“რეალი”, “მილანი”) - 88

ლუსიო (“ლევერკუზენი”, “ბაიერნი”, “ინტერი”, “იუვენტუსი”) - 85

რივალდო (“ბარსელონა”, “მილანი”, “ოლიმპიაკოსი”) - 78

დიდა (“მილანი”) - 76

ფერნანდინიო (“შახტარი”, “მანჩესტერ სიტი”) - 75

ჯოვანი ელბერი (“ბაიერნი”, “ლიონი”) - 73

მარსელო (“რეალი”) - 71

ჩემპიონთა თასის/ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მეგოლეები (საკვალიფიკაციო ეტაპების ჩათვლით)

რივალდო (“ბარსელონა”, “მილანი”, “ოლიმპიაკოსი”) - 31 გოლი

კაკა (“რეალი”, “მილანი”) - 30

ჟარდელი (“პორტუ”, “გალათასარაი”) - 28

ჯოვანი ელბერი (“ბაიერნი”, “ლიონი”) - 27

ჟოზე ალტაფინი (“მილანი”, “იუვენტუსი”) - 24

ადრიანო (“ინტერი”, “რომა”) - 22

ლუის ადრიანო (“შახტარი”) - 21

ჰალკი (“პორტუ”, “ზენიტი”) - 20

რომარიო (პსვ, “ბარსელონა”) - 20

ნეიმარი (“ბარსელონა”) - 19

ყველაზე მეტი მატჩი უეფას საკლუბო ტურნირებზე

რობერტო კარლოსი (“ინტერი”, “რეალი”, ”ფენერბახჩე”) - 141

დანიელ ალვეში (“სევილია”, “ბარსელონა”, “იუვენტუსი”) - 137

ლუიზაო (“ბენფიკა”) - 121

ფერნანდინიო (“შახტარი”, “მანჩესტერ სიტი”) - 106

მაქსველი (“აიაქსი”, “ინტერი”, “ბარსელონა”, პსჟ) - 102

ლუსიო (“ლევერკუზენი”, “ბაიერნი”, “ინტერი”, “იუვენტუსი”) - 99

რივალდო (“ბარსელონა”, “მილანი”, “ოლიმპიაკოსი”, აეკი) - 98

ზე რობერტო (“რეალი”, “ლევერკუზენი”, “ბაიერნი”, “ჰამბურგი”) - 96

კაკა (“რეალი”, “მილანი”) - 94

სონი ანდერსონი (“სერვეტი”, “მონაკო”, “ბარსელონა”, “ლიონი”, “ვილიარეალი”) - 88

დიდა (“მილანი”) - 88

უეფას საკლუბო ტურნირების საუკეთესო მეგოლეები

სონი ანდერსონი (“სერვეტი”, “მონაკო”, “ბარსელონა”, “ლიონი”, “ვილიარეალი”) - 40

რივალდო (“ბარსელონა”, “მილანი”, “ოლიმპიაკოსი”) - 39

რონალდო (პსვ, “ბარსელონა”, “ინტერი”, “რეალი”, “მილანი”) - 37

ჟარდელი (“პორტუ”, “გალათასარაი”, “სპორტინგი”) - 36

ჯოვანი ელბერი (“გრასჰოპერსი”, “შტუტგარტი”, “ბაიერნი”, “ლიონი”) - 32

ლუის ადრიანო (“შახტარი”) - 32

ჰალკი (“პორტუ”, “ზენიტი”) - 32

კაკა (“რეალი”, “მილანი”) - 31

ვაგნერ ლავი (ცსკა) - 30

ჟოზე ალტაფინი (“მილანი”, “იუვენტუსი”) - 30

რონალდინიო (პსჟ, “ბარსელონა”, “მილანი”) - 28

პირველი ბრაზილიელი, რომელმაც უეფას საკლუბო ტურნირის ფინალში ითამაშა

ჟულინიო (“ფიორენტინა”, ჩემპიონთა თასის ფინალი - 1956/57)

პირველი ბრაზილიელი, რომელმაც უეფას საკლუბო ტურნირის ფინალში გაიმარჯვა

კანარიო (“რეალი”, ჩემპიონთა თასის ფინალი - 1959/60)

პირველი ბრაზილიელი, რომელმაც უეფას საკლუბო ტურნირის ფინალში გოლი გაიტანა

ჟოზე ალტაფინი (“მილანი”, ჩემპიონთა თასის ფინალი - 1962/63)

უეფას საკლუბო ტურნირებში გათვალისწინებულია: ჩემპიონთა თასის/ჩემპიონთა ლიგის, უეფას თასის/ევროპის ლიგის, თასების თასის, ინტერტოტოს თასისა და უეფას სუპერთასის გათამაშებებში ნაჩვენები შედეგები.

0.111926