ჩოგბურთი

13:22 | 20.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

მარი ავსტრალიაში წინ მიიწევს

მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ბრიტანელი ენდი მარი ავსტრალიის ღია პირველობის მერვედფინალში გავიდა, სადაც გერმანელ მიშა ზვერევს შეხვდება.

1/16-ფინალში ენდიმ ამერიკელი სემ კუერი მარტივად, 6:4, 6:2, 6:4 დაამარცხა. შეხვედრამ 2 საათს გასტანა. მარიმ 8-დან 5 ბრეიკი განახორციელა, ხოლო ამერიკელმა - 3-დან 1.

ენდის და მიშა ზვერევის მატჩი 22 იანვარს გაიმართება. ურთიერთშეხვედრებში ბრიტანელი 1:0-ს იგებს.

ავსტრალიის ღია პირველობის მთლიანი საპრიზო ფონდი 50 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

0.121172