ჩოგბურთი

12:37 | 20.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

კერბერი მერვედფინალშია   

მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი, გერმანელი ანჯელიკ კერბერი ავსტრალიის ღია პირველობის მერვედფინალში გავიდა.

1/16-ფინალში ანჯელიკმა ჩეხი კრისტინა პლიშკოვა უპრობლემოდ - 6:0, 6:4 დაამარცხა. მეორე სეტში ჩეხმა გაიბრძოლა, თუმცა 4:4-ზე გერმანელმა გადამწვეტი ბრეიკი შეასრულა. შეხვედრა 56 წუთს გაგრძელდა. პლიშკოვას 34 უნებლიე შეცდომა ჰქონდა, ხოლო კერბერს მხოლოდ 14.

მერვედფინალში ანჯელიკის მეტოქე კოკო ვანდევეი იქნება. ურთიერთშეხვედრებში გერმანელი ამერიკელს 2:0-ს ამარცხებს. შეხვედრა 22 იანვარს თბილისის დროით 04:00-ზეა ჩანიშნული.

0.137926