გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხუთი შეხვედრა გაიმართა.
“კლივლენდმა” შინ “ფინიქსს” 118:103 აჯობა. “კავალერია” მატჩის სტარტზევე დაწინაურდა და მატჩის ბოლომდე “ფინიქსმა” სხვაობის აღმოფხვრა ვერ მოახერხა. მატჩში ყველაზე მეტი, 26 ქულა კაირი ირვინგის ანგარიშზეა. ლებრონ ჯეიმსს 21 ქულა, 15 პასი და 9 მოხსნა ჰქონდა. ხოლო “ფინიქსში” ბლედსოუ და ჩენდლერი 22-22 ქულით გამოირჩნენ. “კავალიერსი” 30 მოგებით და 11 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს.
“სან ანტონიომ” საკუთარ დარბაზში “დენვერი” 118:104 დაამარცხა. მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ტეხასელებმა 33:23 მოიგეს. “დენვერში” 35 ქულით ნიკოლა იოკიჩი გამოირჩა, ხოლო “სან ანტონიოში” 34 ქულით - კავაი ლეონარდი.
“ნიუ იორკი” შინ “ვაშინგტონ ვიზარდსთან” 110:113 დამარცხდა. “ნიუ იორკ ნიქსის” ლიდერმა კარმელო ენტონიმ კლუბის რეკორდი დაამყარა და მეორე მეოთხედში 25 ქულა ჩააგდო, რაც “ნიქსის” ისტორიაში ერთ პერიოდში ჩაგდებული ქულების რაოდენობით საუკეთესო მაჩვენებელია. აქამდე საუკეთესო შედეგი უილის რიდის 24 ქულა გახლდათ.
“კლივლენდი” – “ფინიქსი” 118:103 (29:21, 30:20, 30:35, 29:27)
https://www.youtube.com/watch?v=tjQRC2MxuN0
“მაიამი” – “დალასი” 99:95 (29:22, 15:31, 26:20, 29:22)
https://www.youtube.com/watch?v=JS1ysfCRtTQ
“ნიუ იორკი” – “ვაშინგტონი” 110:113 (27:38, 40:28, 19:34, 24:13)
https://www.youtube.com/watch?v=Uc27oCJJXA8
“სან ანტონიო” – “დენვერი” 118:104 (28:23, 31:35, 33:23, 26:23)
https://www.youtube.com/watch?v=bVEILr4JLtk
“კლიპერსი” – “მინესოტა” 101:104 (22:25, 29:19, 28:33, 22:27)