სხვა

16:06 | 19.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუმ კაჩი კოშის შანსი დაკარგა

სუმოს უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში მოჭიდავე თეიმურაზ ჯუღელი 2017 წლის სეზონის პირველ ბაშოს უარყოფითი ბალანსით – მაკე კოშით ჩაამთავრებს. ტოკიოში მიმდინარე სუპერტურნირზე დღეს მე-12 ტურის შეხვედრები გაიმართა და გაგამარუდ წოდებული ქართველი სეკიტორი, რომელიც მე-13 მაეგაშირას რანგში გამოდის, მე-7 მაეგაშირა აოიამასთან დამარცხდა.

იანვრის ბაშოს დასრულებამდე სამი ტურით ადრე, გაგამარუს ანგარიშზე 4 მოგება და 8 წაგებაა და ახლა მისი მთავარი ამოცანა უარყოფითი ბალანსის მინიმუმამდე დაყვანაა, რათა მარტის ბაშოს წინ პირად რეიტინგში შედარებით ნაკლებად დაქვეითდეს. ხვალ გასამართ მე-13 ტურის შეხვედრაში მისი მეტოქე იშიურა იქნება, რომელსაც აქამდე ერთხელ დაუპირისპირდა და წააგო.

"იმპერატორის თასისთვის” მებრძოლთა შორის კი ლიდერი კვლავ ოძეკი კისენოსატოა, რომელმაც დღეს მე-11 ქულა მიითვალა. მის უახლოეს მდევართა ჯგუფს კი ოთხიდან სამი სეკიტორი შემორჩა – 10-10 ქულა დაუგროვდათ იოკოძუნა ჰაკუჰოს, მე-10 მაეგაშირა ტაკანოივასა და მე-13 მაეგაშირა იჩინოჯოს. დღემდე ამ ჯგუფში იყო მე-10 მაეგაშირა სოკოკურაიც, მაგრამ მე-12 ტურში წაიფორხილა.

0.117849