ფეხბურთი

18:32 | 18.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერმა” გრიზმანისთვის 100 მილიონი ევრო გადადო

“მანჩესტერ იუნაიტედი” მზადაა ანტუან გრიზმანში 100 მილიონი ევრო გადაიხადოს. L’independent-ის ცნობით, ინგლისელები ეცდებიან, “ატლეტიკოს” ხელმძღვანელობა ამ შეთავაზებაზე დაითანხმონ და 25 წლის ფრანგი პრემიერლიგაში გადაიბირონ.

აღსანიშნავია ისიც, რომ გრიზმანმა გასულ ზაფხულს მადრიდელებთან კონტრაქტი 2021 წლამდე გაახანგრძლივა.

ანტუან გრიზმანი “ატლეტიკოს” რიგებში 2014-2015 წლების სეზონში გადავიდა და დღემდე 132 მატჩში 69 გოლის გატანა შესძლო.

0.117187