მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი გერმანელი ანგელიკა კერბერი ავსტრალიის ღია პირველობის მესამე წრეში გავიდა. ანგელიკამ თანამემამულე კარინა ვიტეფთი 6:2, 6:7, 6:2 დააამარცხა. პირველ წრეში კერბერმა ზუსტად იგივე ანგარიშით ლესია ცურენკო დაამარცხა. როგორც ჩანს, გერმანელი ტაი-ბრეიკზე კარგად ვერ თამაშობს.
ანგელიკას და კარინას მატჩი 2 საათსა და 11 წუთს გაგრძელდა. კერბერი მესამე სეტის სტარტზევე დაბრეიკდა, თუმცა მალევე მოახერხა სიტუაციის გამოსწორება. ანგელიკა მომდევნო ტურში ჩეხ კრისტინა პლისკოვას შეხვდება, რომელიც რეიტინგში 58-ე ნომერია. მატჩი 20 იანვარს თბილისის დროით 04:00 საათზეა დაგეგმილი.