ფეხბურთი

15:21 | 18.01.2017 | ნანახია 2309 - ჯერ

საქართველოს პრემიერმინისტრი მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი სამშენებლო კომპანია ACS ჯგუფის ხელმძღვანელს და მადრიდის "რეალის" პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს შეხვდა.

როგორც პრემიერმინისტრის პრესსამსახური იტყობინება, გიორგი კვირიკაშვილმა ფლორენტინო პერესს საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმა გააცნო, რომლის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმართულება სივრცითი მოწყობაა. პრემიერმა აღნიშნა, რომ სივრცითი მოწყობის გეგმა ქვეყანაში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას გულისხმობს.

ACS ჯგუფის ხელმძღვანელი საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესდა და მათ შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. ფლორენტინო პერესმა, ასევე, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებაში ჩართვის დაინტერესება გამოთქვა.

ACS მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი სამშენებლო კომპანიაა, რომელიც პროექტებს მრავალ ქვეყანაში ახორციელებს. კომპანიის გლობალური წარმომადგენლობები ფუნქციონირებს გერმანიაში, ინდოეთში, ბრაზილიაში, ავსტრალიაში და ა.შ. ACS წამყვანი კომპანიაა სამოქალაქო და სამრეწველო კონსტრუქციების, სერვისებისა და ტელეკომუნიკაციების მიმართულებით.


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:46 | 19.01.2017
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

მაგარია

09:57 | 19.01.2017
kakhaberry (2630)

დებიუტი როდის აქვს?
სელტასთან ველოდი, მაგრამ არ ათამაშეს. მანდაც სკამზე უნდა ყავდეთ?

22:10 | 18.01.2017
ვალენსია (662)

ლორია გადადისო ხო ამბობდნენ და მგონი ფრთები ესხმება მაგ ამბავს

22:05 | 18.01.2017
რაჭა (10043)

"დინამოს" პრეზიდენტსაც შეხვდით....

21:56 | 18.01.2017
NAPOL1 (1839)

საღოლ გიო DDDDDDDDD

21:00 | 18.01.2017
gruz-in (5468)

კვირიკ შენ იყო აღსართანი თუ პირველივე მთავრობის სხდომა მაგ ტრიაპკაჩაცმულმა არ ჩაატარო...

17:49 | 18.01.2017
LA.paata (757)

ყოჩაღ მაგარიაააა......ახლა ავშენდებით))

17:38 | 18.01.2017
BEERTRANCE (97819)

აიხდინა კაცმა ოცნება და თან ტვინიც გაუბურღა DDDDDDDDDDDDDDDDDDDD

17:09 | 18.01.2017
BATIGOLI 9. (4375)

ეს ალბათ რეალის სტაჟიანი გულშემატკივარია,მიეცა კაცს საშუალება და აიხდინა ბავშვობის ოცნება.მეტი რა ქნას ახლა

17:12 | 18.01.2017
დურანტულა35 (6807)

მეც უნდა გავხდე პრემიერ მინისტრი

17:17 | 18.01.2017
BATIGOLI 9. (4375)

მიდი და ყურებით ჩაათრიე სტეფუნია თბილისში

17:36 | 18.01.2017
დურანტულა35 (6807)

0.148241