25 წლის შემტევი ნახევარმცველი გაელ კაკუტა მიმდინარე სეზონს ლა კორუნიის “დეპორტივოს” რიგებში ჩაამთავრებს. აღნიშნული ინფორმაცია გალისიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
კაკუტა, რომელიც ჩინური “ჰებეი ჩაინა ფორჩუნის”საკუთრებაა, “რიასორზე” 2017 წლის 30 ივნისამდე იჯარით ითამაშებს. მას ჩინურ კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება 2019 წლის 31 დეკემბრამდე აკავშირებს.
ცნობისთვის, კაკუტას ლა ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს. ის 2014/2015 წლების სეზონში “რაიო ვალეკანოში” თამაშობდა იჯარით, ხოლო გასული სეზონის პირველ ნახევარში “სევილიას” რიგებში ირიცხებოდა.