ფეხბურთი

17:32 | 16.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელები: ისრაელთან 0:4 მარცხი

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მინსკში "განვითარების თასზე" პირველი მატჩი ჩაატარა და დიდი ანგარიშით წააგო: ისრაელთან 0:4. საქართველოს ამ ასაკის ნაკრებს გიორგი ნემსაძე წვრთნის, რომელიც ორი კვირის წინ დაინიშნა პოსტზე.

"განვითარების თასზე" მეტწილად 2000 წელს დაბადებულთა ნაკრებები თამაშობენ, საქართველო კი 2001 წელს დაბადებულებითაა ჩასული, რადგან წინა 17-წლამდელთა ნაკრებმა (2000 წ.დ) ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გამოსვლა დაასრულა.

მინსკში 12 გუნდი თამაშობს. საქართველოსა და ისრაელის გარდა, ჯგუფში არიან უკრაინა და ლიტვა. მათი დაპირისპირება ლიტველებმა მოიგეს - 2:1.

ნემსაძის გუნდი ჯგუფის მეორე მატჩს 17 იანვარს ლიტვასთან გამართავს, 19 იანვარს კი ბოლო ტურში - უკრაინასთან.

0.115755