მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა და ამავდროულად, ავსტრალიის ღია პირველობის შარშანდელმა გამარჯვებულმა გერმანელმა ანგელიკა კერბერმა წლის პირველ დიდი სლემის ტურნირზე უკრაინული ბარიერი დასძლია.
ანგელიკამ ლესია ცურენკოს 6:2, 5:7, 6:2 აჯობა. მეორე სეტში- 5:4-ზე გერმანელს მატჩ-პოინტიც ჰქონდა, მაგრამ ცურენკომ ზედიზედ სამი გეიმი მოიგო და სეტებში ანგარიში გაათანაბრა. გადამწყვეტ მესამე პარტიაში კი გერმანელმა 2:2 –ზე ბრეიკი გააკეთა და შეხვედრის ბედი გადაწყვიტა. შეხვედრა ორ საათსა და ექვს წუთს გაგრძელდა.
ტურნირის 1/32-ფინალში კერბერი თანამემამულე კარინა ვიტეფტს შეხვდება.