ფეხბურთი

2:55 | 16.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კობიაშვილი: "ამაში მთელი ქვეყანაა ჩართული და ეს გვაერთიანებს"

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა დასრულებული “ზამთრის თასი” შეაჯამა. მისი განცხადებით, ტურნირმა ორგანიზებულად ჩაიარა და მომავალში უფრო ძლიერი გუნდების ჩამოყვანას ეცდებიან, რომ კონკურენცია გაიზარდოს.

გარდა ამისა, ლევან კობიაშვილმა ფინალურ მატჩში გატანილი გოლის აღნიშვნაზეც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ ეს, ის საკითხია, რომელიც მთელ საქართველოს აერთიანებს.

“ჩემი ოცნებაა, რომ ეს ტურნირი ისეთი მასშტაბის გახდეს, როგორც გერმანიაშია. ფაქტია, რომ მაქსიმალურად ვეცადეთ, რაც შეიძლება ორგანიზებულად ჩაგვეტარებინა. სასურველი იყო, რომ უფრო მეტი გულშემატკივარი ყოფილიყო, მაგრამ ეს სიახლეა და დარწმუნებული ვარ, ამას დიდი პერსპექტივა აქვს და ტრადიციული გახდება. ასევე ვეცდებით, რომ მომავალში უფრო ძლიერი გუნდები ჩამოვიყვანოთ კონკურენცია უფრო დიდი რომ იყოს.

გოლის აღნიშვნა? – არამარტო მე, მგონი მთელი ქვეყანაა ჩართულია ამაში და ეს არის ის, რაც გვაერთიანებს, გვახარებს და ბუნებრივია, რომ ზაზას მხარდაჭერას ვუცხადებ, ისევე როგორც მთელი ქვეყანა”, - თქვა კობიაშვილმა.

საქართველოს ვეტერანთა ნაკრებმა “ზათრის თასის” პირველი გათამაშება მოიგო. ფინალში ქართველებმა უკრაინის ნაკრებს 7:4 სძლიეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.136669