კალათბურთი

15:35 | 15.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

სანიკიძის "არისმა" დიქსონის აეკ-ი თასიდან გამოთიშა

საბერძნეთის თასის ნახევარფინალურ მატჩში ვიქტორ სანიკიძის "არისმა" შინ მაიკლ დიქსონის აეკ-ი დაძაბულ ბრძოლაში 77:76 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.

სანიკიძე ტრავმირებულია და ჯერჯერობით უცნობია როდის დაუბრუნდება გუნდს, დიქსონი კი განვლილ მატჩში 23 ქულით ორივე გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი გახლდათ.

ფინალში "არისის" მეტოქის ვინაობა 16 იანვარს გაირკვევა. მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ევროპული კალათბურთის გრანდები "ოლიმპიაკოსი" და "პანათინაიკოსი" დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116629