ფეხბურთი

12:31 | 15.01.2017 | ნანახია 2578 - ჯერ

კონტე კოშტას დასჯას უარყოფს

ლონდონის "ჩელსის" თავკაცი ანტონიო კონტე დიეგო კოშტასთან კამათს უარყოფს და აღნიშნავს, რომ ფეხბურთელმა ვარჯიში ტრავმის გამო შეწყვიტა. ინგლისური მედიასაშუალებების ინფორმაციით, კი იტალიელს და ესპანელს ჩხუბი მოუვიდათ, შესაბამისად კონტემ ფეხბურთელი "ლესტერთან" არ ათამაშა.

"არისტოკრატების" ტვიტერის გვერდის ინფორმაციით, კოშტას ტრავმა აქვს. აღნიშნული პრესკონფერენციაზე იტალიელმა დაადასტურა და იქვე აღნიშნა, რომ ჩინეთიდან შემოთავაზებაზე არაფერი სმენია. ინგლისური მედია, კონფლიქტის შესახებ საუბრისას აღნიშნავდა, რომ ჩინურ კლუბების წარმომადგენლებთან დიეგოს აგენტი მოლაპარაკებას აწარმოებდა.

თუ კონტეს დავუჯერებთ, ესპანელს ტრავმა აქვს და ჯერჯერობით ზუსტი თარიღი დიეგოს მოედანზე დაბრუნების ცნობილი არაა. კოშტას გარეშე "ჩელსიმ" "ლესტერი" უპრობლემოდ 3:0 დაამარცხა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:19 | 15.01.2017
temo11 (1791)

აქ ვიღაცეებს რომ კითხო გადაწყვეტილიაო,კოშტა ჩინეთში მიდისო,ზოგმა დაერხა ჩელსისო აიტიაო ) დაადუღეს ლესტერი და კოშტაც იქნება,კონტე მიდი მიაწექი,დაადუღე კიდე ბევრი კამანდა

14:29 | 15.01.2017
NGoLo KaNte (36472)

მომდევნო შეხვედრაში უეჭველი იქნება

0.063474