კალათბურთი

23:18 | 14.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

,,სოხუმმა“ მემორიალი მოგებით დაიწყო

მემორიალის პირველი ტურის ბოლო, მეოთხე შეხვედრაში ერთმანეთს სუპერლიგის მონაწილე ,,სოხუმი“ და ,,ა“ ლიგის წევრი სეუ დაუპირისპირდნენ. მართალია, ფავორიტად ,,სოხუმი“ ითვლებოდა, მაგრამ ზღვისპირელთა ასეთ უპირატესობას მაინც არავინ ელოდა. შეიძლება ითქვას, რომ ნუგზარ ჭეიშვილის შეგირდებმა პირველ ტაიმშივე გაინაღდეს მოგება, რომელიც 25 ქულის სხვაობით 47:22 მოიგეს. მატჩის საბოლოო ანგარიშია 89:53 ,,სოხუმის“ სასარგებლოდ.

ამ შეხვედრაში ყველაზე კარგი შედეგი ,,სოხუმისა“ და სუპერლიგის ვეტერანმა კალათბურთელმა დავით ბარბაქაძემ აჩვენა, რომლის ანგარიშზეც 21 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასია. სეუ-ს მხრიდან ყველაზე მეტი 16 ქულა ამერიკელმა ლეგიონერმა ჯამალ უილსონმა დააგროვა.

ამით მემორიალის პირველი ტური დასრულდა. 2-2 ქულით ,,ა“ ჯგუფში ,,ქუთაისი“ და ,,სოხუმი“, ხოლო ,,ბ“ ჯგუფში ,,მგზავრები“ და ,,კაკტუსი“ ლიდერობენ.

,,სოხუმი“ - სეუ 89:53 (22:12, 25:10, 17:16, 25:15)

თეგებისოხუმისეუ
0.114869