ფეხბურთი

23:40 | 14.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ იუნაიტედი" დე ხეას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

როგორც ინგლისური გამოცემა The Sun-ი იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედი" გუნდის პირველ მეკარეს დავიდ დე ხეას კონტრაქტს ერთი წლით გაუხანგრძლივებს და ესპანეთის ეროვნული გუნდის გოლკიპერი კლუბში 2020 წლის ივლისამდე დარჩება. ამავდროულად დავიდს ხელფასს გაუზრდიან და პრემიერლიგაში ესპანელი ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იქნება.

მადრიდში დაბადებული ფეხბურთელის დამატება "რეალს" სურს და ცდილობს ტრანსფერი განახორციელოს. საპირისპიროდ ინგლისელები ცდილობენ დავიდს კარგი პირობები შეუქმნან, რათა წასვლა არ მოუნდეს. დე ხეა "მანჩესტერ იუნაიტედში" 2011 წლიდან თამაშობს და მას შემდეგ გუნდის მაისურით ყველა ტურნირზე 250 მატჩი ჩაატარა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონი ევროა.

0.113056