ფეხბურთი

17:30 | 14.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ბერიძე: გოლი სადებიუტო მატჩში

გიორგი ბერიძემ სლოვაკურ "ტრენჩინში", თავის სადებიუტო მატჩში გოლი გაიტანა. ეს "ნიტრასთან" ამხანაგურ შეხვედრაში, რომელიც 1:0 დასრულდა. ბერიძემ 79-ე წუთზე მიითვალა გადამწყვეტი ბურთი.

რამდენიმე დღის წინ ვწერდით, რომ 19 წლის შემტევი ბერიძე სლოვაკურ "ტრენჩინში" გადავიდა. "ტრენჩინი" ზედიზედ ორჯერ გახდა სლოვაკეთის ჩემპიონი, მიმდინარე სეზონში კი მეშვიდე ადგილზეა. ბერიძეს რაც შეეხება, ბელგიურ "გენტში" გახლდათ და დუბლებში თამაშობდა, თუმცა "გენტის" ძირითად გუნდში ამხანაგური მატჩები ჩაატარა.

ბერიძე "ტრენჩინში" წარადგინეს და აქვე, ფეხბურთელის კომენტარიც:

"კარგ გუნდში მოვხვდი და დადებითი განწყობა მაქვს. მოხარული ვარ, რომ სლოვაკეთის მოქმედი ჩემპიონის ღირსებას დავიცავ. როდესაც "ტრენჩინის" ვარიანტი გამოჩნდა, ბევრი არ მიფიქრია. იმედი მაქვს, თამაშის შანსი მომეცემა. "ტრენჩინში" გადმოსვლა, პერსპექტივის კუთხით, საუკეთესო გადაწყვეტილება იყო".

"ბერიძე კონკურენციას გაზრდის. პერსპექტიული ფეხბურთელია და იმედი გვაქვს, გაზაფხულზე ბევრ სარგებელს მოუტანს ჩვენს გუნდს", - განაცხადა "ტრენჩინის" გენერალურმა დირექტორმა რობერტ რიბნიჩეკმა.

შეგახსენებთ, ბერიძე მაისამდე იჯარის წესით ითამაშებს სლოვაკურ კლუბში.

0.116653