ტოკიოში მიმდინარე ბაშოზე მე-7 ტურის შეხვედრები გაიმართა და უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში მოჭიდავე თეიმურაზ ჯუღელმა მორიგი მარცხი იწვნია. გაგამარუს შიკონათი ცნობილმა ქართველმა სეკიტორიმ, რომელიც სეზონის პირველ სუპერტურნირზე მე-13 მაეგაშირას რანგში გამოდის, დღეს მე-14 მაეგაშირა ჩიოტორისთან წააგო და უარყოფითი ბალანსის მინიმუმამდე შემცირების შანსი დაკარგა. ახლა მის ანგარიშზე 2 მოგება და 5 წაგებაა.
მე-8 ტურის შეხვედრები ხვალ გაიმართება. თეიმურაზ ჯუღელი მე-15 მაეგაშირა შადანოუმის პირისპირ დადგება, რომელსაც აქამდე შვიდჯერ დასჭიდებია და აქედან სამჯერ დაუმარცხებია.
იანვრის ბაშოზე დაუმარცხებელი მხოლოდ ორი სეკიტორია. "იმპერატორის თასისკენ” ასპროცენტიანი შედეგით იოკოძუნა ჰაკუჰო და ოძეკი კისენოსატო მიიწევენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მოათრიე აგერ
ფოტო მაოცებს. სულ რაღაც ერთი თვის ასე ვნებიანად პროშნიდნენ ერთმანეთს და რა ბუზმა უკბინათ ?
მოკლედ, რუბიალესის და ჰერმოსოს ამბავის მერე დაჯილდოების ცერემონიალზე ზასაობა იუდას კოცნაზე აპასნი რამე გახდა ))))