თბილისის "შევარდენი 1906"-ის ახალი მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭელიძეა. როგორც იცით, "შევარდენი 1906" შარშან ზაფხულში ახლიდან დაფუძნდა და მეორე ლიგაში, თავის ზონაში ჩემპიონი გახდა.
თბილისურ კლუბს გიორგი ნემსაძე წვრთნიდა, იანვრიდან კი ნემსაძეს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების თავკაცის პოსტი ჩააბარეს.
ჭელიძეს რაც შეეხება, საქართველოს 17-, 19- და 21-წლამდელთა ნაკრებებში თამაშობდა, ხოლო მწვრთნელად "საბურთალოს" ასაკობრივ გუნდებში მუშაობდა. შარშან 19-წლამდელთა ლიგა სწორედ ჭელიძის გაწვრთნილმა საბურთალოელებმა მოიგეს.
როგორც იცით, "შევარდენი 1906" "ზამთრის თასზე" მონაწილეობდა და ჯგუფში დარჩა.