News

13:06 | 14.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

კვალიარელა "სამპდორიაში" დარჩა

გენუის “სამპდორიამ” და ფაბიო კვალიარელამ ახალი კონტრაქტი გააფორმეს. გენუური გუნდის ვებგვერდის ცნობით, 33 წლის თავდამსხმელი “ლუიჯი ფერარისზე” 2019 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს.

ფაბიო კვალიარელა “სამპდორიაში” თავდაპირველად 2006-2007 წლებში თამაშობდა, ხოლო მეორედ გუნდში ერთი წლის წინ დაბრუნდა.

ხსენებულ დროში კვალიარელამ “სამპას” რიგებში ჩატარებულ 78 თამაშში 21 გოლის გატანა მოახერხა.

0.11252