ფეხბურთი

11:25 | 14.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

სერია A - ცენტრალური მატჩის გარეშე

იტალიის სერია A-ს XX ტურში ორი მატჩია გამოსარჩევი: “ტორინო” “მილანისა” და “ფიორენტინა” “იუვენტუსის” დაპირისპირებები.

ჯერ ტურის დასკვნით მატჩზე ვთქვათ – “ტორინო” “მილანს” ორშაბათს უმასპინძლებს და ეცდება რევანში აიღოს. სინიშა მიხაილოვიჩის გუნდს სარევანშოდ საქმე მართლაც აქვს. პირველ წრეში “როსონერიმ” მეტოქეს 3:2 აჯობა, ხოლო გუშინწინ, იტალიის თასის მერვედფინალში მოუგო – 2:1. არადა, “ტორინომ” ორივე თამაში მაღალ დონეზე ჩაატარა და ცოტა დააკლდა “სან სიროზე” წარმატებისთვის რომ მიეღწია. ქულები კი, ერთსაც და მეორესაც ჰაერივით სჭირდებათ – “ტორინო” მერვე ადგილზეა და წინ წასაწევად აუცილებლად მართებს უახლოეს ტურებში უკეთ ათამაშება. ამის ამბიცია წესით, “ხარებს” უნდა გააჩნდეთ, რადგან მშვენიერი შემადგენლობა ჰყავთ და მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროსაც გააძლიერეს ხუან იტურბეთი. “მილანის” მიზანი კი, უცვლელია – სამეული. ვინჩენცო მონტელას გუნდს სხვებთან შედარებით თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და რომ მოიგოს, მესამე პოზიციაზე მართლაც გადაინაცვლებს. თუმცა, იქამდე სხვა თამაშები აქვს გასამართი და იქ მართებს ქულების დაგროვება. ტურინში ამის გაკეთება ადვილი არ იქნება, თუმცა მშვენიერ ფორმაში არიან ლომბარდიელთა შეტევის ლიდერები: ჯაკომო ბონავენტურა და ესპანელი სუსო, რომელიც საუკეთესო სეზონს ატარებს. ვნახოთ რა გამოუვათ მათ “ტორინოს” წინააღმდეგ.

ლიდერი და ჩემპიონობის მთავარი პრედენტი “იუვენტუსი” გასვლაზე “ფიორენტინას” ეთამაშება. ფლორენცია ის ადგილია, სადაც ტურინულ გრანდს დასანახად ვერ იტანენ – პაულო სოუზას გუნდი სამი ტურია მოგებუს გარეშე თამაშობს და კიდევ ერთი წაფორხილება ნამდვილად ვერ იქნება “იებისთვის” კარგი ამბავი. თავის მხრივ, “იუვენტუსი” კი მშვენიერ ფორმაშია და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ტრავმირებული ფეხბურთელები სრულად გამოუჯანმრთელდნენ, “არტემიო ფრანკიზე” აშკარა ფავორიტის რანგში ჩადიან. მიუხედავად ამისა, “ფიორენტინას” ჩამოწერა არ ივარგებს და ეს პირველ რიგში მასიმილიანო ალეგრიმ იცის.

“იუვენტუსის” მდევარი “რომა” კვირას ითამაშებს გასვლაზე “უდინეზესთან” – უდინეში თამაშიც სირთულებთანაა დაკავშირებული და ეს “მგლებს” საკუთარ თავზე წინა წლებში არაერთხელ გამოუციდათ. მიუხედავად ამისა, ლუჩანო სპალეტის გუნდი ბოლო დროს ისეთ იშტაზეა, წესით არც ამჯერად უნდა გაუჭირდეს გამარჯვების მოპოვება.

მიჯრით ოთხი მოგების შემდეგ ბუნებრივია ევროზონა ახლოს გამოჩნდა – “ინტერი” ჩინებული სერიის გაგრძელებას შინ ვერონას “კიევოსთან” ეცდება, რომელსაც გავარდნის საფრთხე უკვე აღარ ემუქრება. სტეფანო პიოლის გუნდმა კი, ბოლო დროს მართლაც ჩინებულად დაიწყო თამაში. სხვათა შორის, სამი დღის წინ, “ნერაძურიმ” ნიჭიერი ნახევარმცველი რობერტო გალიარდინი გაიფრომა და 22 წლის ფეხბურთელს “კიევოსთან” დებიუტი ექნება, თან სასტარტო შემადგენლობიდან. როგორც ჩანს, პიოლი მასზე დიდ იმედს ამყარებს.

სამეულის კიდევ ორი მაძიებლის შესახებაც გეტყვით: “ნაპოლი” ღრმა აუტსაიდერ და გავარდნის მთავარ კანდიდატ “პესკარას” “სან პაოლოზე” მიიღებს. თუ გავითვალისწინებთ რა ფორმაშია მაურიციო სარის გუნდი, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ აღნიშნული მატჩის სცენარი. რომის “ლაციო” კი, რომში, ბერგამოს “ატალანტას” დაუხვდება. სიმონე ინძაგის გუნდისთვის კი, მართლაც რთული თამაში უნდა გამოდგეს, რადგან “ატალანტა” მიმდინარე სეზონის აღმოჩენაა და ამჟამად მეექვსე ადგილს იკავებს. ჯამპიერო გასპერინის გუნდმა დედაქალაქში რომ მოიგოს, სამეული მართლაც ერთი ხელისგაწვდენაზე იქნება.

ლევან მჭედლიძის "ემპოლი" გასვლით შეხვედრას ჩაატარებს "სამპდორიასთან" - ქართველი ფორვარდი სავარაუდოდ კვლავ ძირითად შემადგენლობაში იქნება. მან ორი დღის წინ მცირე ტრავმა მიიღო, მაგრამ სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ ყველაფერი რიგზეა. ლევანმა გუშინ გუნდის ვარჯიშშიც სრული დატვირთვით მიიღო მონაწილეობა.

“კროტონე” – “ბოლონია”

კროტონე, “ეციო შიდა”

14 იანვარი, 21:00 საათი

“კროტონე” (4-4-2): კორდაზი; როზი, ჩეკერინი, ფერარი, მარტელა; როდენი, კაპეცი, კრისეტიჯი, პალადინო; ტროტა, ფალჩინელი

მწვრთნელი: დავიდე ნიკოლა

“ბოლონია” (4-3-3): მირანტე; ტოროსიდისი, გასტალდელო, მაიეტა, მაზინა; ვივიანი, ნადი, დზემაილი; დი ფრანჩესკო, დესტრო, კრეიჩი

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

მსაჯი: ჯამპაოლო კალვარეზე

“ინტერი” – “კიევო”

მილანი, “ჯუზეპე მეაცა”

14 იანვარი, 23:45 საათი

“ინტერი” (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, მურილო, მირანდა, ანსალდი; გალიარდინი, კონდოგბია; კანდრევა, ჟოაო მარიო, პერიშიჩი; იკარდი

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

“კიევო” (4-3-1-2): სორენტინო; ფრეი, დაინელი, გამბერინი, გობი; კასტრო, რადოვანოვიჩი, დე გუზმანი; ბირსა; პელისიერი, მეჯორინი

მწვრთნელი: როლანდო მარანი

მსაჯი: პიერო ჯაკომელი

“კალიარი” – “ჯენოა”

კალიარი, “სანტ ელია”

15 იანვარი, 15:30 საათი

“კალიარი” (4-3-1-2): რაფაელი; ისლა, ჩეპიტელი, სალამონი, პიზაჩენე; დესენა, დი ჯენარო, ბარელა; ჟოაო პედრო; საუ, ფარიასი

მწვრთნელი: მასიმო რასტელი

“ჯენოა” (3-4-2-1): ლამანა; იცო, ბურდისო, მუნიოსი; ლაზოვიჩი, რიგონი, კოფიე, ლაქსალტი; ნინკოვიჩი, ოკამპოსი; სიმეონე

მწვრთნელი: ივან იურიჩი

მსაჯი: მიშელ ფაბრი

“ლაციო” – “ატალანტა”

რომი, “სტადიო ოლიმპიკო”

15 იანვარი, 18:00 საათი

“ლაციო” (4-3-3): მარკეტი; ბასტა, უოლასი, დე ვრეი, რადუ; პაროლო, ბილია, მილინკოვიჩ-სავიჩი; ფელიპე ანდერსონი, იმმობილე, ლულიჩი

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

“ატალანტა” (3-5-2): ბერიშა; მაზიელო, ტოლოი, კალდარა; კონტი, კურტიჩი, ფროილერი, გრასი, სპინაცოლა; გომესი, პეტანია

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

მსაჯი: ლუკა პაირეტო

“ნაპოლი” – “პესკარა”

ნეაპოლი, “სან პაოლო”

15 იანვარი, 18:00 საათი

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, ალბიოლი, კირიკეში, სტრინიჩი; ზიელინსკი, დიავარა, ჰამშიკი; კალეხონი, მერტენსი, ინსინიე

მწვრთნელი: მაურიციო სარი

“პესკარა” (4-3-2-1): ბიძარი; ძუპარიჩი, სტენდარდო, კოდა, კრეშენცი; ვერე, კრისტანტე, მემუშაი; ბენალი, კაპრარი; ჯილარდინო

მწვრთნელი: მასიმო ოდო

მსაჯი: კლაუდიო გავილუჩი

“სამპდორია” – “ემპოლი”

გენუა, “მარასი”

15 იანვარი, 18:00 საათი

“სამპდორია” (4-3-1-2): პუჯიონი; პერეირა, სკრინიარი, პალომბო, რეჯინი; ბარეტო, ტორეირა, ლინეტი; ბრუნო ფერნანდესი; მურიელი, კვალიარელა

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; ლაურინი, ბელუსკი, კოშიჩი, პასკუალი; კრუნიჩი, დიუსე, კროჩე; საპონარა; მარილუნგო, მჭედლიძე

მწვრთნელი: ჯოვანი მარტუშიელო

მსაჯი: დომენიკო ჩელი

“სასუოლო” – “პალერმო”

რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”

15 იანვარი, 18:00 საათი

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ლიროლა, ლეტშერტი, აჩერბი, პელუზო; აკვილანი, სენსი, მაციტელი; პოლიტანო, დეფრელი, რაგუზა

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

“პალერმო” (3-5-1-1): პოსავეცი; ვიტიელო, გონსალესი, გოლდანიგა; რისპოლი, ბრუნო ენრიკე, იაიალო, გაცი, ალეეზამი; ქუაისონი, ნესტოროვსკი

მწვრთნელი: ეუჯენიო კორინი

მსაჯი: პაოლო მაცოლენი

“უდინეზე” – “რომა”

უდინე, “ფრიული”

15 იანვარი, 18:00 საათი

“უდინეზე” (4-3-1-2): კარნეზისი; ვიდმერი, დანილო, ფელიპე, სამირი; ფოფანა, კუმსი, იანტკო; დე პაული; ძაპატა, ტერო

მწვრთნელი: ლუიჯი დელ ნერი

“რომა” (3-4-2-1): შჩესნი; ფაციო, მანოლასი, ჟუან ჟესუსი; ბრუნო პერესი, სტროტმანი, პარედესი, ემერსონი; ნაინგოლანი, ელ შაარავი; ჯეკო

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

მსაჯი: ანტონიო დამატო

“ფიორენტინა” – “იუვენტუსი”

ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”

15 იანვარი, 23:45 საათი

“ფიორენტინა” (4-2-3-1): ტატარუშანუ; სალსედო, ასტორი, ოლივერა; ბორხა ვალერო, ბადელი; კიეზა, ბერნარდესკი, ილიჩიჩი; კალინიჩი

მწვრთნელი: პაულო სოუზა

“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, კიელინი; კუადრადო, ხედირა, მარკიზიო, სტურარო, ალექს სანდრო; დიბალა, იგუაინი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

მსაჯი: ლუკა ბანტი

“ტორინო” – “მილანი”

ტურინი, “გრანდე ტორინო”

16 იანვარი, 23:45 საათი

“ტორინო” (4-3-3): ჰარტი; ძაპაკოსტა, როსეტინი, მორეტი, ბარეკა; ბენასი, ვალდიფიორი, ობი; იტურბე, ბელოტი, ლიაიჩი

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

“მილანი” (4-3-3): დონარუმა; აბატე, პალეტა, გომესი, დე შილიო; პაშალიჩი, ლოკატელი, ბერტოლაჩი; სუსო, ბაკა, ბონავენტურა

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

მსაჯი: პაოლო ტალიავენტო

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114045