სხვა

14:56 | 13.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი მუხლმა დააღალატა

ტოკიოში მიმდინარე იანვრის ბაშო ლევან გორგაძის გარეშე გრძელდება. ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი ქართველი სეკიტორი, რომელმაც უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში სეზონის პირველი სუპერტურნირის სტარტამდე კომუსუბის წოდება დაიბრუნა, მე-5 ტურში მუხლის ტრავმა მიიღო. სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მარჯვენა მუხლის მყესები დაჭიმულია და ქართველ სეკიტორის ორი კვირით დასვენება სჭირდება.

ამრიგად, დღეს გამართულ მე-6 ტურში ლევან გორგაძის მეტოქემ – კომუსუბი ტაკაიასუმ ქულა უბრძოლველად ჩაიწერა.

უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში მოჭიდავე მეორე ქართველმა თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ), რომელიც ტოკიოს ბაშოზე მე-13 მაეგაშირას რანგში გამოდის, დღეს მე-16 მაეგაშირას, ეგვიპტელ ოსუნაარაშის მოუგო და უარყოფითი ბალანსი 2 ქულამდე შეამცირა (2:4).

მე-7 ტურში გაგამარუს მეტოქე მე-14 მაეგაშირა ჩიოტორი იქნება.

0.116477