ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის 32-ე ნომერს, გამოცდილ გერმანელ ჩოგბურთელ ფილიპ კოლშრაიბერს შეხვდება, აღნიშნულ ინფორმაციას ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. კენჭისყრა რამდენიმე საათის წინ გაიმართა.
თუ ნიკამ გემანულ ბარიერს გადალახავს, შემდეგ ეტაპზე ამერიკელ დონალდ იანგს ან კვალიფიკაცის ერთ-ერთ გამარჯვებულს შეხვდება.
აქამდე ბასილაშვილი და კოლშრაიბერი ერთმანეთს არ შეხვედრილან. მატჩი 16 იანვარს თბილისის დროით 04:00-ზეა ჩანიშნული, მაგრამ შესაძლოა დაწყების დრო შეიცვალოს.