გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ექვსი შეხვედრა გაიმართა.
“სან ანტონიომ” საკუთარ დარბაზში “ლეიკერსი” 134:94 გაანადგურა. ტეხასელებმა მეტოქე ოთხივე პერიოდში დაჯაბნეს. მატჩში ყველაზე მეტი, 31 ქულა კავაი ლეონარდის ანგარიშზეა, პაუ გაზოლმა კი გუნდს 22 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასი შესძინა. აღსანიშნავია, რომ ესპანელმა 9-ვე ორქულიანი გამოიყენა და 5-დან 4 საჯარიმო სროლა მოათავსა კალათში. “სან ანტონიო” 31 მოგებითა და 8 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზეა, “ლეიკერსი” კი, ამავე კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებს.
“ნიუ იორკმა” შინ “ჩიკაგო” 104:89 დაამარცხა. მატჩი იმითაც იყო საინტერესო, რომ “ნიუ იორკ ნიქსის” გამთამაშებელ დერიკ როუზს თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ უწევდა თამაში. დერეკმა 17 ქულა დააგროვა. მატჩში ყველაზე მეტი, 23 ქულა კარმელო ენტონის ჰქონდა. “ჩიკაგოში უეიდი 22 ქულით გამოირჩა. “ნიუ იორკმა” მეტოქეს ოთხივე პერიოდში აჯობა.
“დენვერი” – “ინდიანა” 140:112 (30:29, 37:27, 39:20, 34:36)
https://www.youtube.com/watch?v=37-Q5E73_gM
“ბრუკლინი” – “ნიუ ორლეანი” 95:104 (31:35, 26:16, 22:22, 16:31)
https://www.youtube.com/watch?v=SEJgt3lJeio
“ნიუ იორკი” – “ჩიკაგო” 104:89 (24:22, 30:29, 22:14, 28:24)
https://www.youtube.com/watch?v=O-y-Uv6JL8M
“სან ანტონიო” – “ლეიკერსი” 134:94 (36:24, 36:30, 34:21, 28:19)
https://www.youtube.com/watch?v=x2gBpe0oZkA
“ფინიქსი” – “დალასი” 108:113 (29:32, 30:25, 17:31, 32:25)
https://www.youtube.com/watch?v=wh3hB-Vo8X4
“გოლდენ სტეიტი” – “დეტროიტი” 127:107 (37:30, 23:28, 41:19, 26:30)
https://www.youtube.com/watch?v=-uzsqAKter0