კალათბურთი

10:15 | 13.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას 13 ქულამ "ბასკონია" ვერ გადაარჩინა

საკალათბურთო ევროლიგის XVII ტურში თორნიკე შენგელიას “სასკი ბასკონია” დამარცხდა – ესპანელებმა თურქეთში, “დარუშაფაკასთან” 9 ქულის სხვაობით, 89:98 დათმეს შეხვედრა. სხვათა შორის, თურქული გუნდის რიგებში მანუჩარ მარკოიშვილი ირიცხება, მაგრამ მოგეხსენებათ, ჩვენებური კარგა ხანია ტრავმას მკურნალობს.

აღნიშნულ თამაშში კი, ტრადიციულად ბასკთა სასტარტო ხუთეულში იყო შენგელია, რომელმაც პარკეტზე 26:03 წუთი გაატარა. ხსენებულ დროში ქართველმა კალათბურთელმა 13 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი შესძინა საკუთარ გუნდს.

თორნიკემ 8-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, შვიდიდან ხუთი საჯარიმო, ხოლო სამქულიანი არ უსვრია.

“ბასკონიას” ევროლიგაში 17 ტურის მერე 11 მოგებითა და 6 წაგებით მეოთხე ადგილი უკავია. შენგელია და მისი თანაგუნდელები მომდევნო მატჩს 20 იანვარს, ბერძნულ “ოლიმპიაკოსთან” გასვლაზე გამართავენ.

0.143983