ფეხბურთი

18:15 | 12.01.2017 | ნანახია 3349 - ჯერ

"სამტრედია": წავიდნენ, მაგრამ გუნდი არ დასუსტდება

რა ამბებია "სამტრედიაში"? გია ცეცაძის გუნდი 11 იანვარს შეიკრიბა და ვარჯიში დაიწყო. როგორც იცით, გუნდი "ზამთრის თასზე" ითამაშებს, 14 იანვარს ჩაერთვება ტურნირზე. "სამტრედია" 18 იანვრამდე თბილისში მოემზადება, შემდეგ სამტრედიაში დაბრუნდება და იქ გააგრძელებს მზადებას, ხოლო 31 იანვრიდან 15 თებერვლამდე თურქეთში გაივლის შეკრებას.

ჯერჯერობით, გუნდი სამმა ფეხბურთელმა დატოვა: დაჩი ცნობილაძემ, ლაშა შერგელაშვილმა და მეკარე კახაბერ მეშველიანმა. კიდევ, თბილისის "დინამოს" დაუბრუნდა ბაჩანა არაბული, თუმცა არაა გამორიცხული, რომ არაბულმა მომდევნო სეზონი მაინც "სამტრედიაში" დაიწყოს - ეს უკვე მოლაპარაკებაზეა დამოკიდებული.

შესაძლოა, რომელიმე ევროპულ კლუბში გააგრძელოს თამაში ბუდუ ზივზივაძემ. მოთხოვნადი ფეხბურთელია და "სამტრედიას" გაუჭირდება მისი შენარჩუნება, თუმცა არაა გამორიცხული, რომ ზივზივაძე ცეცაძის გუნდში დარჩეს და ზაფხულში, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც ითამაშოს.

ცეცაძის თქმით, "სამტრედია" არ დასუსტდება და უკვე მონიშნულიც ჰყავს პოტენციური ახალწვეულები, თუმცა ჯერ გვარებს არ აკონკრეტებს.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:36 | 12.01.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

მაგრად მაინტერესებს ლიგაზე ეს გუნდი აგერ მოვა გაბალა მოვიდეს და დაეხიოს სამტრედიას უნდა დავადედისგაბალოთ

22:51 | 12.01.2017
asxapira (28)

სეხწდება გაბალა და გაუბამბალებს

00:49 | 13.01.2017
samtrediel (8001)

შენ კი გინდა მასე რომ მოხდეს, მაგრამ ვერ ეღირსები.

02:14 | 13.01.2017
BEERTRANCE (97819)

ღმერთმა ქნას ვერ ვეღირსოთ.

22:50 | 12.01.2017
asxapira (28)

საცოდავო ქარტულო ფეგბურტო.ესენი კიდეწ ცჰამოცერილი ზამტრის მასტერსიო.უკურე სენ უკვე ცჰამოცერილ გიპიან მოკვარულტა მინიფუტბოლს.

21:58 | 12.01.2017
ogafa (10220)

წარმატება

18:42 | 12.01.2017
LA.paata (757)

ჩემპიონთა ლიგაზე.......)) მოვიდა გაბალაააა

19:45 | 12.01.2017
ირაკლი1986 (2288)

აბა ბიჯოო რა დღეში ვართ))))))))))))))))

0.130012