ფეხბურთი

16:54 | 12.01.2017 | ნანახია 3194 - ჯერ

"შახტარს" ესპანეთში არაბიძეც მიჰყავს

დონეცკის "შახტარი" სეზონის მეორე ეტაპისთვის შეიკრიბა. ფეხბურთელებმა ჯერ სამედიცინო შემოწმება გაიარეს და მათ შორის, გიორგი არაბიძემაც. გადაწყვეტილია, რომ არაბიძე ძირითად გუნდში დაიწყებს მზადებას.

14 იანვარს "შახტარი" ესპანეთში მიდის შეკრებაზე და არაბიძეც მიჰყავს.

18 წლის ქართველმა სეზონის პირველი ნახევარი "შახტარის" 21-წლამდელებში გაატარა და გუნდში აშკარად საუკეთესო იყო, რაც დაუფასდა და ახლა უკვე ძირითად გუნდში დააწინაურეს.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:10 | 12.01.2017
jerar-toria-liverpool (112)

აბა მიდი ბიჭო მიაწექი,გვასახელეეე

22:14 | 12.01.2017
ogafa (10220)

წარმატებები

17:56 | 12.01.2017
juansher (788)

ყენიამ როგორ დაამთავრა ტატუების გადამკიდემ კი ვნახეთ. ამ ბავშვებს პატრონი არა ჰყავს?

19:00 | 12.01.2017
leomadrid (659)

რა შუაშია ტატუ?) მსოფლიიოშიც ფეხბურთელთა უმრავლესობას ტატუ აქვს,მერე რა?)))

20:50 | 12.01.2017
valeri8848 (2622)

არც მე მომეწონა ეს იმ ასაკშია ტატუზე არ უნდა ფიქრობდეს წლების შემდეგ შეიზლება თვითონაც მობეზრდეს და ეგ ლამაზი ტატუ უაზრო ნაჯღაბნად მოეჩვენოს, კედევ ფეხბურთელთა უმრავლესობას რომ აქვს არ ნიშნავს რომ ყველას უნდა ქონდეს, გალგოტკიანი ფეხბურთელებიც არსებობენ მაგრამ საბედნიეროდ უმცირესობა

17:11 | 12.01.2017
LA.paata (757)

აი ასეთი მონდომებული უნდა მოიწვიო ნაკრებში და გამოსცადო ძირითადში ვერ მესმის რას ელოდება ვაისი როდესაც 38 წლის გახდება მაშინ მოიწვევს? ))

0.071642