ფეხბურთი

18:55 | 12.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალმა” კონტრაქტი სამ ფეხბურთელს გაუხანგრძლივა

ლონდონის “არსენალმა” კონტრაქტი სამ წამყვან ფეხბურთელს გაუხანგრძლივა. ამ ინფორმაციას ლონდონური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ოლივიე ჟირუს ხელშეკრულება 2018 წელს ეწურებოდა და მან 2019 წლამდე გაახანგრძლივა. რაც შეეხება ლორან კოშელნსა და ფრანსის კოკელინს ისინი “არსენალის” ღირსებას 2020 წლამდე დაიცავენ.

ოლივიე ჟირუმ “არსენალში” გასულ სეზონს 24 გოლი გაიტანა, წელს კი, გუნდს 9 გოლით დაეხმარა. ხოლო კოშელნს 2010 წლის შემდგომ 273 თამაში დაუგროვდა. კოკელინს კი, 131 თამაში პირველ გუნდში.

0.113291