სხვა

15:54 | 12.01.2017 | ნანახია 0 - ჯერ

ორი მარცხი და ტრავმა

სუმოს უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში მოჭიდავე ქართველი სეკიტორებისთვის იანვრის ბაშო წარუმატებლად გრძელდება. სუპერტურნირის ერთი მესამედის – 5 ტურის შემდეგ თეიმურაზ ჯუღელის (გაგამარუს) ანგარიშზე ერთადერთი ქულაა. ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინი) კი მიმდინარე შეჯიბრებაზე ჯერ არ მოუგია.

კომუსუბის რანგში მოჭიდავე ტოჩინოშინი დღეს გამართულ მე-5 ტურში სეკივაკე შოდაისთან დამარცხდა და თან, მარჯვენა მუხლის ტრავმაც მიიღო. ბაშოს მიმომხილველი ვებ-გვერდების ინფორმაციით, ქართველ სეკიტორს დღესვე ჩაუტარებენ სამედიცინო გამოკვლევას და შემდეგ გაირკვევა, შეძლებს თუ ვერა გორგაძე შემდგომ ტურებში ჭიდაობას.

გაგამარუმ მე-13 მაეგაშირა იჩინოჯოსთან წააგო და სამქულიანი უარყოფითი ბალანსით აგრძელებს ჭიდაობას.

ხვალ გასამართ მე-6 ტურში ტოჩინოშინი კომუსუბი ტაკაიაშუს უნდა დაუპირისპირდეს, რომელთანაც აქამდე გამართული 11 შეხვედრიდან 6 მოუგია. გაგამარუს მეტოქე კი ოშუნაარასი იქნება. ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა თანაბარია – 3:3.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:26 | 13.05.2013
italiafun-juventino (12319)

ყასაბი მაგრამ მე მაგრად მევასებოდა ყველგან ჟIლკით თამაშOბდა

22:29 | 12.05.2013
shavwitlebi (2318)

კიდევ ერთი ძველი თაობის იგროკი წავიდა : (

22:28 | 12.05.2013
shavwitlebi (2318)

თავის ამპლუაში დაასრულა თამაში... მე ვთვლი რომ თავისი დროის ერთ ერთი საუკეთესო იყო თავის პოზიციაზე და ნამდვილი კაპიტანი თავისი ხასიათით... მთელი კარიერა გრანდებში და ძალიან მაღალ დონეზე იყო მუდამ.

მაგარი იყავი მარკ.

22:01 | 12.05.2013
მტკიცე მუხლით გვიეწევს ბრძოლა დღეს ვინ იგებს? ბარსელ........:D (1902)

იეს xuligani ufroa kidia sxvisi janmrteloba ra mnish aq danit dachri tu patkatit 9gaushveb loginshi

21:35 | 12.05.2013
linkin-park (3179)

ძაან მაგარი იყო თავის პოზიციაზე და რატო არ მოსწონდათ დღემდე ვერ ვხვდები
დამსახურებული კაპიტანი იყო მიუნხენში და ძალიან მაგარი მილანში
მანამდე ბარსელონაში და პსვ შიც მხეცი იყო

20:48 | 12.05.2013
sportsfan (1198)

წაუზიდანა ვითომ?

21:02 | 12.05.2013
a.reversi (9540)

არა ზიზუს გან განსხვავებით ამან წითელი ბარათით მთელი თავისი კარიერის აპოთეოზი გამოსახაუხეშობა

0.067165