ფეხბურთი

15:13 | 12.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველია შესაძლოა “რუბინში” დარჩეს

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სოლომონ კვირკველია შესაძლოა ყაზანის “რუბინში” მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩეს. რუსულ გამოცემა “სპორტ ექსპრესს” 24 წლის მცველის აგენტი რევაზ ჩელებაძე ესაუბრა, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა.

“სოლომონმა სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადება “რუბინთან” ერთად დაიწყო. ყაზანელებს მისი გაშვება არ სურთ”, - უთხრა ჩელებაძემ “სპორტ ექსპრესს”.

- შემოთავაზებები არ გქონიათ?

- დიახ იყო, მაგრამ პირადად მე არავინ დამკავშირებია.

- კვირკველია სეზონის ბოლომდე დარჩება “რუბინში?

- შესაძლოა. სოლომონი “რუბინის” ფეხბურთელია, დარწმუნებული ვარ მას შეუძლია სარგებელი მოუტანს გუნდს. “რუბინი” კი, დიდი გუნდია და თუ კვირკველია დარჩება, მაშინ იგი აუცილებლად იქნება მნიშვნელოვანი ფიგურა.

შეგახსენებთ, სოლომონ კვირკველია “რუბინის” ძირითადში ვერ ხვდება და ამიტომ გუნდიდან წასვლა სურდა. საუბარი იყო მოსკოვის “ლოკომოტივის” ვარიანტზე, მაგრამ ჯერჯერობით ამ მხრივ ახალი არაფერია.

0.127283