ცნობილი იტალიელი ფეხბურთელის ლორენცო ინსინიეს უმცროსი ძმა, რობერტო “ნაპოლიმ” სერია ბ-ს ბინადარ “ლატინას” სეზონის ბოლომდე ათხოვა. ამის შესახებ იტალიური გუნდის ვებგვერდი წერს.
22 წლის რობერტო ინსინიე თავდამსხმელია და “ნაპოლის” აღზრდილია, თუმცა, კონკურენციის გამო თამაში არ უწევდა.
სხვადასხვა დროს იგი ასევე იჯარით ქვედა ლიგის გუნდებში “პერუჯაში”, “რეჯინასა” და “აველინოში” თამაშობდა. სერია ა-ში მას ერთადერთი მატჩი აქვს ჩატარებული 2012-2013 წლების სეზონში.