თამაშგარე

11:55 | 12.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ირინა შეიკს სექსუალურობაზე უარს ათქმევინებენ

საოცარი სილამაზისა და გულისგამახარებელი ეშხის მქონე რუსი მოდელი, ირინა შეიკი სექსუალური ქალის იმიჯის გარეშე ალბათ ბევრს ვერ წარმოგვიდგენია. ანდა, მართლაც როგორი წარმოსადგენია ასეთი დიდებული ასული ყოველივე იმ შემკულობანის გარეშე, რითაც ასე უხვად დაასაჩუქრა ბუნებამ.

მაგრამ, სულ სხვანაირად ფიქრობენ ერთ-ერთი იტალიური ფოტოსტუდიის მესვეურები, რომლებმაც კრიშტიანუ რონალდუს ყოფილი გულისსწორი ისეთ ფოტოსესიაზე დაითანხმეს, სადაც ეს ჩვენი ირინკა არც მეტი, ნაკლები, ასექსუალური იმჯით იქნება წარმოდგენილი.

შეგახსენებთ, რომ ასექსუალობა სექსისადმი ინტერესის არქონას ნიშნავს და ასეთი ადამიანები ძირითადად მხოლოდ საქმეზე და იდეებზე არიან ორიენტირებულნი. აღარ დავიწყებთ აქ ცნობილი ასექსუალების ჩამოთვლას, მაგრამ ირინა შეიკი სექსუალურობის გარეშე? უცნაურობა და გამოწვევაც აი ასეთი უნდა...

0.157739