მადრიდის “რეალის” ყოფილი ნახევარმცველი კლოდ მაკელელე “სუონსის” სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს. ამის შესახებ უელსური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.
ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ მაკელელე პსჟ-ში და “ბასტიაში” საქმიანობდა. რაც შეეხება მის ახალ კლუბს, “სუონსი” ინგლისის პრემიერლიგის 20 ტურში მოპოვებული 15 ქულით სატურნირო ცხრილში მე-19 ადგილზე იმყოფება და ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მადლობა მოლოცვისთვის