“ბარსელონას” ფორვარდი ლიონელ მესი საჯარიმოდან გატანილი გოლების რაოდენობით კატალონელთა რეკორდსმენს რონალდ კუმანს გაუთანაბრდა.
ესპანეთის თასის 1/8-ფინალში “ბარსელონამ” ბილბაოს “ატლეტიკი” 3:1 დაამარცხა (VIDEO), არგენტინელმა კი მისი გუნდისთვის 1/4-ფინალის საგზურის მომტანი გოლი 78-ე წუთზე შესანიშნავად შესრულებული საჯარიმო დარტყმით მიითვალა. ეს 26-ე გოლია, რომელიც მესიმ კატალონიელთა მაისურით საჯარიმო დარტყმით გაიტანა და ახლა ახალ საკლუბო რეკორდთან მას მხოლოდ ერთი ბურთი აშორებს.
არგენტინელს ეს მიღწევა ერთ-ერთმა პირველმა თავად რონალდ კუმანმა მოულოცა:
“ვულოცავ ლეო მესის! დარჩა ერთი გოლი ახალ რეკორდამდე” - დაწერა ჰოლანდიელმა “ტვიტერის” პირად გვერდზე.