ფეხბურთი

0:45 | 12.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო თურქეთში ითამაშებს

ბრაზილიელმა ნახევარმცველმა სანდრომ “ქუინზ პარკ რეინჯერსი” დატოვა და კარიერას თურქულ “ანთალიასფორში” განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია ორივე კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

27 წლის ფეხბურთელი თურქულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და 2020 წლამდე კონტრაქტი გააფორმა.

სანდრო ქპრ-ს ღირსებას 2014 წლიდან იცავდა. მან მიმდინარე სეზონში ლონდონური კლუბის მაისური 8-ჯერ მოირგო და 3 გოლი გაიტანა.

თეგებისანდრო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10899