ფეხბურთი

20:55 | 11.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

50 წლის იაპონელმა ფეხბურთელმა “იოკოჰამასთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

იაპონიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი კაზუიოში მიურა ფეხბურთის თამაშს აგრძელებს. გამოცდილმა თავდამსხმელმა “იოკოჰამასთან” კონტრაქტი ერთი წლით განაახლა და გუნდში 2018 წლამდე დარჩება. საინტერესო ისაა, რომ მიურა დამდეგ 26 თებერვალს 50 წლის ხდება.

მიურა “იოკოჰამაში” 2005 წლიდან თამაშობს. თუმცა, მანამდე ბევრი გუნდი მოიარა, მათ შორის იყო ევროპულ კლუბებშიც – ზაგრების “დინამოში” და “ჯენოაში”. ასევე, იცავდა ბრაზილიაში “სანტოსის”, “პალმეირასის”, “კურიტიბას” ღირსებას. კარიერის დარჩენილი ნაწილი კი, სამშობლოში გაუტარებია.

აღსანიშნავია, რომ კაზუ მიურას პროფესიონალური კარიერა 31 წლის წინ, 1986 წელს დაიწყო. ამჟამად 49 წლის მოთამაშეს იაპონიის ნაკრებში 1990-2000 წლებში 89 მატჩში 55 გოლი აქვს გატანილი. ბოლო სეზონში კი, “იოკოჰამას” რიგებში 20 თამაშში 2 გოლი გაიტანა.

0.11907