კალათბურთი

23:10 | 11.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

დვალიშვილის გუნდისათვის ახალი წელი ცუდად დაიწყო

რუსეთის სუპერლიგის მონაწილე ქართველი კალათბურთელის აკაკი დვალიშვილის ,,ნოვოსიბირსკისათვის“ ახალი წელი ცუდად დაიწყო.

6 იანვარს სტუმრად ,,უნივერსიტეტ იუგრასთან“ დაძაბულ ბრძოლაში 95:97 მარცხის შემდეგ ,,ნოვოსიბირსკმა“ მეორე შეხვედრა ,, მბა მოსკოვთან“ ამჯერად 80:84 წააგო. ამ შეხვედრაში დვალიშვილმა დაახლოებით 8 წუთი დაჰყო პარკეტზე და ცუდად ნამდვილად არ უთამაშია. 4-დან 3 ორქულიანი, 3-დან 2 საჯარიმო გამოიყენა და თანაგუნდელებს 8 ქულა შესძინა.

,,ნოვოსიბირსკი“ , რომელსაც 14 თამაშიდან 10 მოგება აქვს, ბოლო ორი წაგებული შეხვედრის გამო მესამე ადგილამდე ჩამოქვეითდა .

მომდევნო შეხვედრას დვალიშვილის გუნდი 16 იანვარს საკუთარ მოედანზე ჩაატარებს და ,,სამარას“ უმასპინძლებს.

0.131