ფეხბურთი

19:36 | 11.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

“პარტიზანს” ევროპა სამი წლით აუკრძალეს

ევროპული ფეხბურთის მმართველმა უწყებამ, უეფამ სერბეთის ტიტულოვანი გუნდი ბელგრადის “პარტიზანი” ევროტურნირებიდან 3 წლის ვადით მოკვეთა. აღნიშნულის მიზეზი დაგროვილი ვალი გახდა, რომელიც კლუბს აკისრია.

როგორც ირკვევა, “პარტიზანს” დავალიანება 1.5 მილიონ ევროს შეადგენს და მიუხედავად რამდენიმე გამაფრთხილებელი წერილისა, სერბებმა ვალი ვერ დაფარეს.

ბელგრადის “პარტიზანი” “ცრვენა ზვეზდასთან” ერთად ყველაზე წარმატებული სერბული გუნდია და ევროპა ლიგასა და თუ ჩემპიონთა ლიგაზე სისტემატურად თამაშობდა.

0.113683