ფეხბურთი

17:34 | 11.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ტრანსფერი: საქართველოს ჩემპიონიდან ლატვიის აუტსაიდერში

საქართველოს მოქმედ ჩემპიონ “სამტრედიას” ფეხბურთელი ლაშა შერგელაშვილი კარიერას ლატვიაში, კერძოდ, “რიგასში” გააგრძელებს. ამის შესახებ ლატვიური კლუბის ფეისბუქგვერდი გვამცნობს. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენწლიანი კონტრაქტი გააფორმა 24 წლის ქართველმა.

შერგელაშვილი “სამტრედიაში” 2015 წლიდან ასპარეზობდა და გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო. პოზიციით მარცხენა მცველმა იმერეთში ჩატარებულ 49 მატჩში 9 გოლი გაიტანა. მათ შორის ორი, ევროპა ლიგაზე, აზერბაიჯანულ “გაბალას” გაუტანა (ერთი სტუმრად, ერთიც შინ). ლაშა “სამტრედიამდე” თბილისის “დინამოსა” და ქუთაიასის “ტორპედოს” რიგებში გამოდიოდა. ის ამჟამად საქართველოს ნაკრებშიც გახლავთ გამოძახებული.

რაც შეეხება “რიგასს” – ლატვიის ჩემპიონატში, რომელშიც 8 გუნდი თამაშობს, შერგელაშვილის ახალი გუნდი მეექვსე ადგილზე გავიდა...

0.103834