ფეხბურთი

15:04 | 11.01.2017 | ნანახია 1691 - ჯერ

„ჩელსი“ „სტემფორდ ბრიჯის“ გაფართოებას გეგმავს

The Guardian-ის ინფორმაციით, ლონდონის „ჩელსის“ წარმომადგენლები გუნდის საშინაო არენის გაფართოების ინიციატივით ქალაქის საბჭოს წინაშე წარსდგნენ.

დღეისათვის „სტემფორდ ბრიჯი“ 41 841 მაყურებელს იტევს და გეგმის მიხედვით მისი ტევადობა 20 ათასით უნდა გაიზარდოს. ამჟამინდელი მონაცემებით, „ჩელსის“ სტადიონი პრემიერლიგის გუნდების სტადიონებს შორის ტევადობით მეშვიდე ადგილზეა. ლიდერი „მანჩესტერ იუნაიტედის“ „ოლდ ტრაფორდია“ (76 ათასი მაყურებელი).

„ჩელსის“ სტადიონი „არსენალის“, „მანჩესტერ სიტის“, „ვესტ ჰემის“, „სანდერლენდისა“ და „ლივერპულის“ სტადიონებსაც ჩამორჩება. „არისტოკრატების“ ხელმძღვანელობამ ამ პრობლემის გამოსასწორებლად ახალი სტადიონის აშენებას არსებულის გაფართოება არჩია.

პროექტის ღირებულება 500 მილიონი გირვანქა სტერლინგია, მაგრამ ეს რიცხვი გაიზრდება, რადგან გუნდს სამი სეზონის განმავლობაში სხვა სტადიონზე მოუწევს საშინაო თამაშების ჩატარება. „ჩელსის“ ორი ვარიანტი აქვს - „თვიქენჰემი“ და „უემბლი“, რომელიც მომავალი სეზონისთვის „ტოტენჰემს“ აქვს დაკავებული.

წინასწარი ინფორმაციით, ქალაქის საბჭო „ჩელსის“ გეგმას დააკმაყოფილებს, თუმცა პროექტის განხორციელებას სტადიონის მახლობლად არსებული მიწისქვეშა და მიწისზედა სარკინიგზო ხაზები ართულებს, რომელიც მანევრირებისთვის სივრცეს ამცირებს.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:58 | 11.01.2017
KoRBeN DaLLaS (24848)

იმეдია ამ სეზონშივე გაუფართოვებენ ჩელსის... სტემფორд ბრიჯს DDDDDDDDD

16:51 | 11.01.2017
NGoLo KaNte (36472)

დამტკიცდა პროექტი ვაშაა < 3

16:46 | 11.01.2017
NGoLo KaNte (36472)

იმიტო აფართოვებენ სტემფორდს რომ მიწა ვერიშოვეს რათა ახალი აეშენებინათ თუ არგამოუყვეს როგორც არის
ბრიჯის მახლობლად რაც კორპუსებია დაინგრევა რადგან ხელს უშლის განახლებას სტადიონის
კორპუსებში ვინც ცხოვრებს ის ადამიანები დაკმაყოფილებული იქნება არტენატიული ფართიY და მათ არააქვთ პრეტენზია მთავარი ეხლა ისაა რომ მიიღონ უფლება განახორციელონ თავიანთი გეგმა და პასუხს დღეს ელოდებიან 11 იანვარს როგორც ვიცი
ისე კი ძალიან მაგარი პროექტია და ერთერთი ულამაზესი სტადიონი გამოვა
რომელიც 2021 წლისთვის უნდა დასრულებულიქნას ყველა ვარიანტში
ერთი ისაა რომ ტევადობა არმომწონს სადღაც 60 000 უნდა გამოვიდეს მეტიც შეიძლებოდა

17:31 | 11.01.2017
SantaBarbara (619)

ერთი რამ გამაგებინე, თუ შეიძლება ქართველ კაცს, რაში გაინტერესებს ჩელსის სტადიონი 60 ათასზე მეტი გულშემატკივრისთვის იქნება თუ არა და კიდევ, თუ მეტიც შეიძლებოდა, ეს საქართველოში მცხოვრებმა იცი და იმათმა არ იციან, ვინც უშუალოდ ამ საკითხში იღებენ მონაწილეობას?

17:42 | 11.01.2017
NGoLo KaNte (36472)

ეხლა გასული ვარ და რო მოვალ გიპასუხებ :დ ცვეტში კლანუს

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134177
სარეკლამო ადგილი - 99
X x X