“გოლდენ სტეიტმა” შინ “მაიამი ჰიტი” 107:95 დაამარცხა. ზაზა ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 23 წუთი დაჰყო, ამ დროში ზაზამ გუნდს 8 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. ფაჩულიამ 5-დან სამი ორქულიანი და 2-დან ორი საჯარიმო სროლა ჩააგდო.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მატჩის ბედი მესამე პერიოდში გადაწყდა, რომელიც “მეომრებმა” 26:14 მოიგეს.
“გოლდენ სტეიტში” 28 ქულით კევინ დურანტი გამოირჩა, ხოლო “მაიამიში” 28 ქულით და 20 მოხსნით ჰასან უაიტსაიდი საუკეთესო გახლდათ.
“გოლდენ სტეიტი”, რომელიც 33 მოგებით და 6 მარცხით ლიდერია, 13 იანვარს შინ “დეტროიტს” დაუპირისპირდება, მატჩი თბილისის დროით 07:30 საათზე დაიწყება.