ფეხბურთი

22:02 | 10.01.2017 | ნანახია 1741 - ჯერ

“რეალმა” მარტინ ედეგორი გაასხვისა

მადრიდის “რეალმა” იმედისმომცემი ნორვეგიელი მოთამაშე მარტინ ედეგორი “ჰერენვენში” გაასხვისა. როგორც ჰოლანდიური გუნდის ვებგვერდი გვატყობინებს, 18 წლის სკანდინავიელი “ჰერენვენის” ღირსებას 2018 წლის ზაფხულამდე საიჯარო ხელშეკრულებით დაიცავს.

ედეგორი “რეალმა” ზუსტად ორი წლის წინ, 16 წლის ასაკში ნორვეგიული “სტროსგოდსეტიდან” იყიდა – მაშინ, ედეგორისთვის თითქმის ყველა წამყვანი ევროპული კლუბი იბრძოდა.

თუმცა, ნორვეგიელმა ხსენებულ ორ წელიწადში “სამეფო კლუბის” რიგებში ორადორი შეხვედრის გამართვა მოასწრო.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:29 | 10.01.2017
fidofido (3392)

ეს ის არაა მესის რო აჯობებდა ერღ 5 წელში:დ?

23:02 | 10.01.2017
federer (17) (15576)

ძუძუს ბავშვი იყო რომ აიყვანეს და ახლა 18 წლის გახდა და უშვებენ, მაგარი ლოგიკაა
მაგრამ გასხვისებამ კასემიროს შემთხვევაში გაამართლა და თუ მოუმატებს უეჭველი დააბრუნებენ

0.133668
1110