ფეხბურთი

23:45 | 10.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

“კალიარის” მეკარე “მილანში” და პირიქით

იტალიურმა გუნდებმა, “მილანმა” და “კალიარიმ” მეკარეები გაცვალეს – “გაძეტა დელო სპორტის” ინფორმაციით, მიმდინარე სეზონის ბოლომდე მარკო სტორარი იჯარით “სან სიროზე” ითამაშებს, ხოლო ბრაზილიელი გაბრიელი იგივე პირობებით სარდინიაზე.

აღსანიშნავია, რომ 40 წლის სტორარი “მილანში” 7 წლიანი პაუზის შემდგომ დაბრუნდა. ვეტერანი გოლკიპერი “როსონერიში” 2007-2010 წლებში თამაშობდა. იმის შემდგომ კი, “იუვენტუსში” 5 სეზონი გაატარა.

“კალიარიში” იგი 2008 წელს, ასევე 2015 წლიდან დღემდე თამაშობდა და კაპიტანიც გახლდათ. რაც შეეხება გაბრიელს, 24 წლის ბრაზილიელი “მილანში” 2012 წელს გამოჩნდა, მაგრამ ასევე განათხოვრებული იყო “კარპისა” და “ნაპოლიში”.

0.113334