ფეხბურთი

17:18 | 10.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

“დინამომ” ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო

თბილისის „დინამო“ ახალი სეზონისთვის მზადებას დღეიდან შეუდგა. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, დინამოელები ანდრო ჟორდანიას სახელობის საწვრთნელ ბაზაზე შეიკრიბნენ და თამაზ სამხარაძის ხელმძღვანელობით დაიწყეს ვარჯიში, ვიაჩესლავ გროზნი კი გუნდს 16 იანვარს თურქულ შეკრებაზე შეუერთდება.

დინამოელებმა არასრული შემადგენლობით ივარჯიშეს. გიორგი პაპუნაშვილი, საბა ლობჟანიძე, ბაჩანა არაბული და დემეტრე ბულისკერია გეგმიურ სამედიცინო შემოწმებას გადიოდნენ და გუნდს ხვალ შეუერთდებიან.

„დინამო“13-15 იანვარს თბილისში დაგეგმილ ზამთრის თასი 2017-ის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას, ხოლო 16 იანვრიდან თურქეთში გაემგზავრება. ქართული კლუბი შეკრებას ლარაში გაივლის, სადაც 4 მატჩს ჩაატარებს: 25 იანვარს სლოვაკურ „ჟილინასთან“, 28 იანვარს რუსულ „ტომთან“, 1 თებერვალს მაკედონიურ „რაბოტნიჩკისთან“, 4 თებერვალს რუსულ „ორენბურგთან“. თბილისელები 5 თებერვალს დაბრუნდებიან სამშობლოში, 11 თებერვლიდან კი მეორე შეკრებაზე გაემგზავრებიან.

0.135961