საქართველოს ეროვნულ ნაკრებში “საბურთალოს” ფეხბურთელები, შემტევი ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილი და მცველი თედორე გრიგალაშვილი გამოიძახეს. ამის შესახებ თბილისური გუნდის ვებგვერდი ავრცელებს ინფორმაციას.
ორივე ზემოხსენებული მოთამაშე ეროვნულ გუნდში პირველად მიიწვიეს. ისე კი, ხარაიშვილი 21-წლამდე ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები 23 და 25 იანვარს, შესაბამისად, უზბეკეთისა და იორდანიის ნაკრებებს გაეჯიბრება. ორივე თამაში დუბაიში გაიმართება.