სხვა

15:02 | 10.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

წყვილი წაგების ტური

სუმოს უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში კომუსუბის რანგში მოჭიდავე ლევან გორგაძე სეზონის პირველ ბაშოზე ისევ უქულოა. ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილ ქართველ სეკიტორს ტოკიოში მიმდინარე სუპერტურნირზე საწყის ტურებში თავისზე მაღალრეიტინგიან მეტოქეებთან უწევს დაჭიდება და ჯერჯერობით, წარმატებას ვერ აღწევს. ზედიზედ მესამე მარცხი გორგაძემ დღეს, ოძეკი კოტოშოგიკუსგან იწვნია.

მესამე ტური ასევე მაკუუჩი დივიზიონში მოჭიდავე თეიმურაზ ჯუღელისთვისაც წარუმატებელი გამოდგა - მე-13 მაეგაშირად წოდებულ გაგამარუს საწყის ორ დღეში თითო მოგება და წაგება ჰქონდა. დღეს კი ჩიოიოსთან დამარცხდა. არადა აქამდე მას ურთიერთშეხვედრებში დიდი პირწმინდად სჯაბნიდა (4:0).

მეოთხე ტურის შეხვედრები ხვალ შედგება და ტოჩინოშინს კიდევ ერთი უმძიმესი გამოცდა ელის – მონღოლ იოკოძუნა ჰაკუჰოს პირისპირ მოუწევს დადგომა. აქამდე მას სუპერტურნირებზე 23-ჯერ დასჭიდებია და ერთხელაც არ დაუმარცხებია. ჰაკუჰოს მიმდინარე ბაშოზეც ასპროცენტიანი მაჩვენებელი აქვს.

გაგამარუს მომავალი მეტოქე მე-14 მაეგაშირა ჩიოტაირიუ იქნება. სტატისტიკა ამ შემთხვევაშიც ჩვენებურის მოწინააღმდეგის მხარესაა – 5:3.

0.131387