კალათბურთი

13:33 | 10.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნბა-ში ბატლერი და კარი აღიარეს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასავლეთ კონფერენციაში “გოლდენ სტეიტის” გამთამაშებელი სტეფ კარი, ხოლო აღმოსავლეთში “ჩიკაგოს” ლიდერი ჯიმი ბატლერი დაასახელეს.

წინა კვირაში “ჩიკაგომ” სამივე შეხვედრა მოიგო. ჯიმი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 38.3 ქულას, 9.3 მოხსნას და 6.3 პასს აკეთებდა. კარი საშუალოდ ერთ მატჩში 31.8 ქულას, 5.5 მოხსნას და 4.5 პასს აკეთებდა.

0.11545