ისტორია

9:54 | 10.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

10 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1949 – ჯორჯ ფორმენი. ამერიკელი სუპერმძიმეწონოსანი მოკრივე. იასპარეზა მეხიკოს 1968 წლის ოლიმპიადაზე და სუპერმძიმე წონით კატეგორიაში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1969 წლიდან ჯორჯ ფორმენი გადავიდა პროფესიონალებში და იმავე სეზონში 13-ივე ორთაბრძოლა მოიგო (11 ნოკაუტით). ფორმენი პროფესიონალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი 1973 წლის 22 იანვარს გახდა, როდესაც იამაიკის დედაქალაქ კინგსტონში ჯო ფრეზერი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა. 1974 წელს ფორმენმა ორჯერ დაიცვა ჩემპიონის ტიტული. მან ჯერ ტოკიოში პუერტო რიკოელი ხოსე რამონი 50 წამში დაანოკაუტა, რითაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისათვის გამართულ ორთაბრძოლებში ყველაზე ”სწრაფი” გამარჯვება მოიპოვა. მალე ფორმენმა ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში მეორე რაუნდში კენ ნორტონი ნოკაუტში გაგზავნა. არადა, ნორტონს იმავე წელს ნოკაუტით მუჰამედ ალი ჰყავდა დამარცხებული. 1974 წლის ზაფხულის მიწურულს კი ზაირის დედაქალაქ კინშასაში ფორმენს ჩემპიონობა სწორედ მუჰამედ ალიმ ჩამოართვა. ამის შემდეგ ჯორჯი პერიოდულად ხან რინგს ტოვებდა, ხანაც უბრუნდებოდა. 1995 წელს კი მან გერმანელი აქსელ შულცი დაამარცხა და ერთდროულად ორი საკრივო ასოციაციის ვერსიით (WBA, IBF) მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. IBF-ის ხელმძღვანელობამ მატჩ-რევანშის ჩატარება გადაწყვიტა, რაც ფორმენმა იუარა და ტიტულიც ჩამოართვეს. სულ პროფესიონალურ რინგზე ჩატარებული აქვს 81 ბრძოლა, რომელთაგან 76 მოიგო (68 ნოკაუტით). ჯორჯ ფორმენი მოკრივეთა ”დიდების დარბაზში” შეიყვანეს და ყველა დროის 100 უძლიერეს მოკრივეთა შორისაა დასახელებული.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1904 – შოტლანდიური საფეხბურთო კლუბ ”სენტ მირენის” ფორვარდი დევიდ ლინდსეი დიდ ბრიტანეთში პირველი მოთამაშე შეიქნა, რომელმაც ჰეთ-თრიკის შესრულება პენალტებით მოახერხა. ეს გლაზგოს ”რეინჯერსთან” შეხვედრისას მოხდა, რომელიც ”სენტ მირენმა” 5:4 მოიგო.

1909 – იტალიის ჩემპიონატის ოფიციალურ მატჩში ერთმანეთს პირველად შეხვდნენ “მილანი” და ‘ინტერი”. “მადონინად” წოდებულ მილანურ დერბიში პირველი წარმატება “მილანმა” იზეიმა 3:2.

1914 – ნორვეგიელმა მოციგურავე ოსკარ მატისენმა 500 მეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (43.7). შეჯიბრება ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში ჩატარდა.

1920 – ჰოკეის ეროვნულ ლიგაში ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩატარდა. ”მონრეალ კანადიენსმა” ”ტორონტო სენტ პატრიკსს” 14:7 მოუგო.

1931 – ”ფილადელფია ქვეკერზმა” ”მონრეალ კანადიენსი” დაამარცხა და ჰოკეის ეროვნულ ლიგაში ზედიზედ განცდილი 15 მატჩიანი სერია შეწყვიტა.

1945 – ბეისბოლისტთა ”დიდების დარბაზში” არავინ აურჩევიათ.

1965 – მანჩესტერის სტადიონ ”მეინ როუდზე” ადგილობრივი ”სიტის” თამაშისას ყველაზე მცირე აუდიტორია შეიკრიბა. მეორე დივიზიონის მატჩს ”სიტისა” და ”სუინდონს” შორის 8 015 მაყურებელმა მიადევნა თვალი.

1972 – ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ”ლოს ანჯელეს ლეიკერსის” 33 მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა. კალიფორნიელებს ”მილუოკი ბაქზმა” მოუგო.

1980 – ჰოკეის ეროვნული ლიგის გუნდ ”ბოსტონ ბრუინზის” ახალბედა გოლკიპერმა ჯიმ სტიუარტმა პირველი პერიოდის საწყის ოთხ წუთში სამი შაიბა გაუშვა.

1981 – ჯონ სივერინმა 100 მილის ველოსიპედით გავლაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. სივერინმა ეს დისტანცია ცხრა საათსა და 21 წუთში დაფარა.

1982 – პეტრა შნაიდერმა 1500 მეტრზე თავისუფალი სტილით გაცურვაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (15:43.31).

1990 – სტუდენტური სპორტის ასოციაციამ (NჩAA) გადაწყვეტილება მიიღო ამერიკული ფეხბურთის ლიგის მოთამაშეების შორის დოპინგ-კონტროლის ჩატარების თაობაზე.

2001 – რომაული ”ლაციოს” მთავარი მწვრთნელობიდან გადადგა ინგლისის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, შვედი სვენ გორან ერიქსონი. ერიქსონი ამჟამად მექსიკელთა ეროვნული გუნდის თავკაცია.

2001 – ეგვიპტელმა ფორვარდმა ჰოსამ ჰასანმა თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრების რიგებში 151-ე შეხვედრა ჩაატარა. იმ დღეს ეგვიპტელებმა ზამბიას 3:1 მოუგეს. ჰოსამ ჰასანმა გერმანელი ლოთარ მათეუსის რეკორდი გააუმჯობესა, რომელსაც ბუნდესნაკრებში 150 მატჩი აქვს ჩატარებული.

2005 – ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული პირველობის მსვლელობისას ”იუტა ჯაზმა” ზედიზედ ცხრა წაგებული მატჩის შემდეგ NBA-ს მომავალ ჩემპიონ ”სან ანტონიო სპერზს” სოლტ ლეიკ სიტიში 97:96 მოუგო. გამარჯვებულთაგან საუკეთესო მეჰმეტ ოკური იყო, რომელმაც 23 ქულა გააკეთა და 11 მოხსნა განახორციელა.

2005 – ტრადიციული პარიზი-დაკარის რბოლისას ტრაგიკულად დაიღუპა ესპანელი მოტოციკლისტი ხოსე მანუელ პერესი. იგი ამ რბოლის პირველი მსხვერპლი შეიქნა.

2006 – საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კლაუს ტოპმიოლერმა ფეხბურთის ფედერაციასთან 2+2 სისტემით გააფორმა კონტრაქტი.

2008 – ჩოგბურთელმა მარტინა ნავრატილოვამ ჩეხიის პასპორტი მიიღო და სამშობლოში დაბრუნდა. 34 წლის წინ იგი ოჯახთან ერთად აშშ-ში გაიქცა და ნავრატილოვას ჩეხიის მოქალაქეობა ჩამორთმეული ჰქონდა.

2009 – საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეკარე გიორგი ლომაია ავსტრიულ “ალტახში” გადავიდა.

2009 – კატარის ქალაქ დოჰაში მიმდინარე Qatar ExxonMobil Open in Doha-ს საჩოგბურთო ტურნირის ფინალში ბრიტანელმა ენდი მარეიმ ამერიკელ ენდი როდიკს 6:4, 6:2 სძლია.

2010 - ფეხბურთში აფრიკის ეროვნებათა თასზე ჯგუფური ეტაპის მატჩში მალი ანგოლასთან 78-ე წუთამდე 0:4-ს აგებდა, თუმცა დარჩენილ დროში ოთხივე გოლის გაქვითვა მოახერხა.

2011 - ფიფას გამოკითხვის შედეგად 2010 წლის საუკეთესო ფეხბურთელად „ბარსელონას“ არგენტინელი ფორვარდი ლეო მესი დასახელდა. მეორე-მესამე ადგილებზე ასევე „ბარსელონას“ ფეხბურთელები ანდრეს ინიესტა და ჩავი გავიდნენ.

ამ დღეს დაიბადნენ

1895 – კაროი ფოგლი. მეოცე საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი საუკეთესო უნგრელი ფეხბურთელი. მოგვიანებით წვრთნიდა ბულგარეთისა და რუმინეთის ნაკრებებს, რამდენიმე უნგრულ კლუბს.

1905 – იაკობ ბერენდრეგი. როტერდამის “ფეიენოორდის” ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გოლეადორი. გუნდის შემადგენლობაში ჩაატარა 237 მატჩი, გაიტანა 196 ბურთი.

1914 – ბილ ტუმი. ამერიკელი მძლეოსანი. თანამედროვე ათჭიდში 1968 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1922 – ბილი ლიდელი. “ლივერპულის” ლეგენდა. მერსისაიდელთა რიგებში გამოდიოდა 1946-61 წლებში. “ენფილდელთა” რიგებში ჩატარებულ 495 მატჩში გაიტანა 216 გოლი. გულშემატკივრები გუნდს ფორვარდის ხათრით “ლიდელპულს” ეძახდნენ.

1938 – ფრენკ მაჰოვლიჩი (ფრენსის უილიამ მაჰოვლიჩი). კანადის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჰოკეისტი. ჰოკეის ეროვნულ ლიგაში (NHL) გამოდიოდა 1957-74 წლებში და ოთხჯერ მოიპოვა სტენლის თასი (ოთხჯერ ”ტორონტო მეიფლ ლივზის” შემადგენლობაში, ორჯერ - ”მონრეალ კანადიენსის”). 1972 წელს კანადის ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა კანადა-საბჭოთა კავშირის სუპერსერიაში. ”ნეკერჩხლისფოთლიანთა” ნაკრებში გამოდიოდა ძმასთან, პიტერ მაჰოვლიჩთან ერთად. ფრენკ მაჰოვლიჩი 1981 წელს აირჩიეს ჰოკეისტთა ”დიდების დარბაზში”. ფრენსის უილიამ მაჰოვლიჩი ამჟამად კანადელი სენატორია.

1939 – დევიდ უილსონი. 1950-60-იან წლებში გამოდიოდა გლაზგოს “რეინჯერსის” რიგებში (227 მატჩი, 108 გოლი). კლუბის “დიდების დარბაზის” წევრი.

1946 – რობერტ გადოხა. 1960-70-იანი წლების პოლონეთის საფეხბურთო ნაკრების მარცხენა გარემარბი. ითვლება პლანეტის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო განაპირა თავდამსხმელად. 1972 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. 1974 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. პოლონეთის 1974 წლის საუკეთესო ფეხბურთელი. ნაკრებში ჩაატარა 65 მატჩი, გაიტანა 19 გოლი. საკლუბო დონეზე გამოდიოდა ვარშავის “ლეგიასა” და ფრანგულ “ნანტში”. პოლონეთის ორგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი. საფრანგეთში გადასვლის შემდეგ პოლონეთის ნაკრებში პოლიტიკური თვალსაზრისით აღარ იწვევდნენ. 1977 წელს გახდა საფრანგეთის ჩემპიონი.

1949 – ჯორჯ ფორმენი. ამერიკელი სუპერმძიმეწონოსანი მოკრივე. იასპარეზა მეხიკოს 1968 წლის ოლიმპიადაზე და სუპერმძიმე წონით კატეგორიაში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1969 წლიდან ჯორჯ ფორმენი გადავიდა პროფესიონალებში და იმავე სეზონში 13-ივე ორთაბრძოლა მოიგო (11 ნოკაუტით). ფორმენი პროფესიონალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი 1973 წლის 22 იანვარს გახდა, როდესაც იამაიკის დედაქალაქ კინგსტონში ჯო ფრეზერი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა. 1974 წელს ფორმენმა ორჯერ დაიცვა ჩემპიონის ტიტული. მან ჯერ ტოკიოში პუერტო რიკოელი ხოსე რამონი 50 წამში დაანოკაუტა, რითაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისათვის გამართულ ორთაბრძოლებში ყველაზე ”სწრაფი” გამარჯვება მოიპოვა. მალე ფორმენმა ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში მეორე რაუნდში კენ ნორტონი ნოკაუტში გაგზავნა. არადა, ნორტონს იმავე წელს ნოკაუტით მუჰამედ ალი ჰყავდა დამარცხებული. 1974 წლის ზაფხულის მიწურულს კი ზაირის დედაქალაქ კინშასაში ფორმენს ჩემპიონობა სწორედ მუჰამედ ალიმ ჩამოართვა. ამის შემდეგ ჯორჯი პერიოდულად ხან რინგს ტოვებდა, ხანაც უბრუნდებოდა. 1995 წელს კი მან გერმანელი აქსელ შულცი დაამარცხა და ერთდროულად ორი საკრივო ასოციაციის ვერსიით (WBA, IBF) მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. IBF-ის ხელმძღვანელობამ მატჩ-რევანშის ჩატარება გადაწყვიტა, რაც ფორმენმა იუარა და ტიტულიც ჩამოართვეს. სულ პროფესიონალურ რინგზე ჩატარებული აქვს 81 ბრძოლა, რომელთაგან 76 მოიგო (68 ნოკაუტით). ჯორჯ ფორმენი მოკრივეთა ”დიდების დარბაზში” შეიყვანეს და ყველა დროის 100 უძლიერეს მოკრივეთა შორისაა დასახელებული.

1955 – ხორენ ოგანესიანი. საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და ერევნის “არარატის” ნახევარმცველი. 1976 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის. მსოფლიოს 1982 წლის მონაწილე (ფინალურ სტადიაზე გაიტანა ერთი გოლი). 1975 წელს “არარატთან” ერთად ფლობდა საკავშირო თასს. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.

1959 – ჩანდრა ჩიზბორო. ამერიკელი მძლეოსანი. 100 მეტრზე ესტაფეტით რბენაში ლოს ანჯელესის 1984 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1964 – კარენ ჯოზეფსონი. ამერიკელი მოცურავე. სინქრონულ ცურვაში ბარსელონას 1992 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1971 – სერხი ბრუგერა. ესპანელი ჩოგბურთელი. დაიბადა ბარსელონაში. 1993 და 1994 წლებში გახდა საფრანგეთის ღია პირველობის ჩემპიონი. ატლანტას 1996 წლის ოლიმპიური თამაშების საჩოგბურთო ტურნირის ფინალში ანდრე აგასისთან 6:2, 6:3, 6:1 წააგო და ვერცხლის მედალი მოიპოვა. 1997 წელს ბრუგერამ მესამედ იასპარეზა ”როლან გაროსის” ფინალში, მაგრამ ამჯერად წარუმატებლად. ესპანელი ბრაზილიელ გუსტავო კუერტენთან დამარცხდა (3:6, 4:6, 1:6). სერხი ბრუგერას სულ 14 ტურნირი აქვს მოგებული ერთეულთა თანრიგში და სამიც წყვილთა შორის.

1973 – გლენ რობინსონი. აშშ-ის საკალათბურთო ნაკრების, ”ფილადელფია სიქსერზის”, ”მილუოკი ბაქზისა” და ”სან ანტონიო სპერზის” ფორვარდი (201 სმ). 2005 წელს სან ანტონიელთა შემადგენლობაში ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონობა მოიპოვა. გლენ რობინსონი ატლანტის 1996 წლის ოლიმპიადის წინ ”ოცნების გუნდში” ირიცხებოდა, მაგრამ თამაშებზე ტრავმის გამო ვერ იასპარეზა.

1974 – გურ შილეფი. ისრაელის საკალათბურთო ნაკრებისა და თელ ავივის ”მაკაბის” ფორვარდი (204 სმ).

ამ დღეს გარდაიცვალა

1935 – 60 წლის ასაკში გარდაიცვალა მძლეოსანი ედვინ ფლეკი. მან თამამედროვეობის პირველ ოლიმპიურ თამაშებზე, 1896 წელს 800 და 1500 მეტრზე რბენაში ოქროს ორი მედალი მოიპოვა.

0.121085